ეს უიაფესი საშუალება გაგათავისუფლებთ ზედმეტი კილოგრამებისგან, კანისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა უამრავი პრობლემისგან. კარტოფილის წვენი საოცრად ეფექტური საშუალებაა.
ამ ბუნებრივი პროდუქტით მკურნალობას უძველესი დროიდან იყენებენ არა მარტო ხალხურ, აგრეთვე ტრადიციულ მედიცინაში. კარტოფილის წვენი ეფექტური საშუალებაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, აძლიერებს იმუნურ სისტემას, წმენდს ორგანიზმს, იყენებენ კოსმეტოლოგიური ხაზით და წონის დასაკლებად.
როგორც ყველა საშუალებას კარტოფილის წვენსაც აქვს უკუჩვენება. მას შეუძლია ორგანიზმს მიაყენოს ზიანიც.
როგორ მივიღოთ და მოვამზადოთ სწორად კარტოფილის წვენი.
ახალგამოწურული კარტოფილის წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს: ცილებს, ნახშირწყლებს, ცხიმებს, A, C, E, PP, H, B1, B2, B3, B9, B12, თითქმის ყველა ამინომჟავას, რკინას, ნატრიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, სპილენძს, მარგანეცს, თუთიას, ბრომს, სილიციუმს, კობალტს და სხვა.
მომზადების წესი:
- წვენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნედლი კარტოფილი და წვენსაწური. კარტოფილი გარეცხეთ კანიანდ, ზედმეტი შავი და მწვანე ადგილები მოაშორეთ, რადგან ისინი დიდი რაოდენობით ტოქსინებს შიცავს.
- რაც უფრო ქორფაა ბოსტნეული, მით უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეივავს იგი. უმჯობესია, გამოიყენოთ წითელი კარტოფილი, რადგან მასში ნაკლები პესტიციდებია და გაჯერებულია ბევრი საკვები ნივთიერებით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ კარტოფილი უნდა გამოიყენოთ კანიანად, რადგანაც კანი გაჯერებულია უამრავი საკვები ნივთიერებით. თუ არ გაქვთ წვენსაწური, მაშინ გახეხეთ კარტოფილი და წვენი გამოწურეთ. მომზადებული სასმელი გადაიტანეთ მინის ჭიქაში. ფსკერზე დაინახავთ თეთრ მასას, რომელიც სახამებელია. მას არ აქვს მაღალი საკვები ღირებულება, ამიტომ ის არ გამოიყენოთ.
წონის დაკლება კარტოფილი წვენით
- ნედლი კარტოფილის წვენი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, მოქმედებს როგორც ნატურალური ანთების საწინააღმდეგო საშუალება. კარტოფილი ტუტე პროდუქტია, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში pH ბალანსის აღდგენას. ბევრ ადამიანს სმენია კარტოფიფილის წვენის სარგებლობის შესახებ კუჭის წყლულისა და ღვიძლის დაავადებების დროს. ამ უძლიერესს სამკურნალო წვენს იყენებენ ღვიძლის გასაწმენდად და ყაბზობიგან გასათავისუფლებლად.
- ძალიან ბევრი დიეტოლოგი ნიშნავს კარტოფილის წვენს, რადგან მას შეუძლია გააუმჯობესოს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება და სწორი ნაწლავი შეავსოსოს სასარგებლო ბაქტერიების მარაგით.
მენიუ წონაში დასაკლებად
- ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე ან უკიდურეს შემთხვევაში საუზმემდე 30 წუთით ადრე, მიიღეთ 100-150 გრ კარტოფილის წვენი.
- დალიეთ მხოლოდ ახალგამოწურული წვენი, არასდროს მოამზადოთ ის წინასწარ.
- არომატის გასაუმჯობესებლად კარტოფილის წვენს დაამატეთ ცოტა სტაფილოს ან ლიმონის წვენი, მაგრამ შაქარი ან მარილი არ დაამატოთ.
- კარტოფილის წვენი მიიღეთ ყოველ დღე ორი კვირის განმავლობაში. თუ შედეგით კმაყოფილი დარჩებით, შეგიძლიათ მისი გამოყენება გააგრძელოთ, მაგრამ ერთი კვირა დაისვენეთ.
კარტოფილის წვენი სახის კანისთვის
- დაიწყეთ თქვენი დღე იმით, რომ სახე დაიბანოთ კარტოფილის წვენით. ეს მარტივი რიტუალი შეამცირებს კანის ნაკლოვანებებს და მოაშუშებს ჭრილობებს.
- კარტოფილის წვენი კურნავს მზისგან მიღებულ დამწვრობას. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახის კანზე ასევე ტანზეც. თუ წვენის გამოწურვას ვერ ახერხებთ, უმი კარტოფილის ნაჭრით დაიმუშავეთ დაზიაანებული ადგილები.
გაიწმინდეთ კარტოფილის წვენით სახე და მოიშორეთ პირველი ნაოიჭები.
- კარტოფილის წვენი ლაქების საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და ეფექტის მიხედვით, ის ამ მხრივ პირველ ადგილზეა. 20 წუთის განმავლობაში დაზიანებულ ადგილზე დაიფინეთ უმი კარტოფილის ნაჭერი ან წვენში გაჯერებული საფენი. ერთ-ერთი ინდოელი სილსმაზის ბლოგერი წერს, რომ კარტოფილის წვენი ეფექტურად მოქმედებს მის ლაქებზე, რომლებიც მემკვიდრეობითია.
- კარტოფილის წვენი ათეთრებს კანს, უბრალოდ გაიწმინდეთ სახე ამ ჯადოსნურ სითხეში გაჯერებული მარლის ტამპონით.
- განსაკუთრებული ბრწყინვალებისთვის კარტოფილის წვენს დაამატეთ ლიმონის ან კიტრის წვენი. ნარევი შეიზილეთ სახეზე და დაიტოვეთ 20 წუთი.
- კარტოფილის წვენის შინაგანი გამოყენებაც ეფექტურად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე, რადგან გამოდევნის ტოქსინებს და უზრუნველყოფს შინაგან დატენიანებას.
კარტოფილის წვენი თმებისთვის
შემოგთავაზებთ რეცეპტს ჭარაღა თმისთვის. კარტოფილის წვენი გადაივლეთ შამპუნის შემდეგ. ის გაგიმუქებთ თმას და მიანიჭებს მას ბუნებრივ სილამაზეს.
თმის ცვენას შეგიჩერებთ კარტოფილის ბაზაზე შექმნილი ნიღაბი. თანაბარი რაოდენობით აიღეთ კარტოფილის წვენი და თაფლი, დაამატეთ 1 ცალი კვერცხის ცილა. მოცემული იგრედიენტები აურიეთ, შეიზილეთ თმაზე და დაიტოვეთ 2 საათით.
კარტოფილის წვენი ეფექტურად მოქმედებს გამომშრალ და დაზიანებულ თმაზე, ანიჭებს მას სიცოცხლესა და მბზინვარებას.
კარტოფილის წვენის დახმარებით მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას. დაწყებული სიმსივნიდან დამთავრებული ეგზემით. მიიღეთ კარტოფილის წვენი და შეიმსუბუქეთ სახსრების ტკივილი, დააღწიეთ თავი ყაბზობას, დიარეას, შეგიმცირებთ ქოლესტერინის დონეს და შეაფერხებს გულის შეტევებს.
კარტოფილი წვენი-ეს სასარგებლო და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალება, რომელიც შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას, აღნაგობასა და სილამაზეს.
ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში გირჩევთ, გამოყენებამდე მიმართოთ ექიმს.
უკუჩვენება
- მიუხედავად იმ დადებითი თვისებებისა, რომელზედაც ვისუბრეთ სტატიაში, კარტოფილის წვენსაც შეიძლება ჰქონდეს უკუჩვენება და მის გამოყენებამდე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.
- კარტოფილის წვენის გამოყენება გამოიწვევს დაბალმჟავიანობას (შეიძლება საშიში იყოს კუჭში მარილმჟავას დაბალი წარმოების მქონე ადამიანებისთვის);
- არ შეიძლება გამოიყენოთ შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმის დროს;
- გამწვავებული პანკრიატინის;
- გათხელებული კბილის მინანქრისა და მომატებული მგრძნობელობის დროს.
მიიღეთ ეს უძლიერესი სამკურნალო, იაფი და ბუნებრივი საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.