მორწყეთ ოთახის მცენარეები ხელმისაწვდომი ხსნარით, რათა ისინი მალევე გამოცოცხლდნენ

ოთახის მცენარეებს მუდმივად სჭირდება ზრუნვა და ალერსი. თქვენს საყვარელ მცენარეს უჭირს, მას ყურადღება მოაკლდა, რადგან გარკვეულ მიზეზთა გამო, ვერ ზრუნავდით მასზე.

ყვავილმა მოიწყინა და გახმა. შემოგთავაზებთ მაცოცხლებელი ბალზამის რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ, ოთახის მცენარეების გამოცოცხლებას და, თუ სათანადოდ იზრუნებთ მათზე, კიდევ დიდი ხნით დატკბებით თქვენი ყვავილების  სილამაზით.

ხსნარი უმარტივესი მოსამზადებელია და დაგჭირდებათ:

  • წყალი 1 ლ
  • წყალბადის ზეჟანგი 20 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ბალზამიც მზად არის. პირველ რიგში, ქოთანში გააფხვიერეთ ნიდაგი. ამ გზით ხელს შეუწყობთ ფესვების ჟანგბადით გამდიდრებას და წამალს მისცემთ საშუალებას, იმოქმედოს უფრო სწრაფად. მცენარეს მოაშორეთ ყვითელი ფოთლები და მორწყეთ სასწაულებრივი ხსნარით.

ხსნარი გამოიყენეთ დღეგამოშვებით. თქვენი საყვარელი ყვავილები ისევ შეძლებენ სახლის გალამაზებას, თვალისა და გულის გახარებას.