ხელმისაწვდომი ნარევი გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მოგიხსნით ფეხების შეშუპებასა და სიმძიმის შეგრძნებას

ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში არსებობს უმარტივესი საშუალება, რომელსაც შეუძლია სისხლის ცუდი მიმოქცევით გამოწვეული დისკომფორტის შემსუბუქება და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება.

ეს საოცარება ძმრისა და ნედლი ნივრის ნარევია.

ორივე ინგრედიენტი გაჯერებულია უამრავი საკვები ნივთიერებით, რომლებიც ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. ნიორი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინსა და ალიცინს. თავის მხრივ, ძმარი მდიდარია ძმარმჟავით. ამ ორი უძლიერესი პროდუქტის კომბინაცია კი უძლიერეს სამკურნალო ტონიკს ქმნის.

ძალინ ბევრი ადამიანი ტონიკს ადგილობრივად იყენებს, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მას შინაგანი გზით მოიხმარენ.

რამდენიმე კბილი ნივრისა და ვაშლის ძმრის კომბინაცია ჩვენი ჯანმრთელობის დამცველია. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რადგანაც იგი გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.

ძმარი-პროდუქტი, რომელსაც ათწლეულებია იყენებენ ვენების ვარიკოზული გაგანიერებისთვის, რადგან მას აქვს ანტიკოაგულანტული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს არტერიებში სისხლის გადასვლას და, შესაბამისად, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ფეხებზე მისი გამოყენება ააქტიურებს სისხლის მიმოქცევასა და ლიმფურ სისტემას, ხოლო შინაგანი გამოყენებისას სისხლძარღვებსა და არტერიებს ჰმატებს ელასტიურობას და ამცირებს სიმკვრივეს, რაც გულში სისხლის მიმოქცევის სირთულეს იწვევს.

მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი ეფექტით ძმარი ტკივილების დასაამებელი საუკეთესო საშუალებაა. აგრეთვე ხსნის ცუდ ცირკულაციასთან დაკავშირებულ სიმძიმისა და სპაზმების შეგრძნებას.

პრეპარატის ამ თვისებებს აძლიერებს ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ნიორი, რომელიც ორგანიზმს იცავს როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი გზით.

შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების, ნივრისა და ვაშლის ძმრის ტონიკის, რეცეპტს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ნიორი 10 კბილი
  • ვაშლის ძმარი ½ ლ

მომზადების წესები:

ნიორი გაფცქვენით, დაჭერით დიდ ნაჭრებად, რათა შემდეგ მარტივად დაჭყლიტოთ. აიღეთ მინის ქილა, რომელსაც ჰერმენტულად ეხურება თავი. შემდეგ დასხით ვაშლის ძმარი, დაახურეთ თავი და 15 დღე შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილზე. ამ ხნის განმავლობაში ყოველ დღე გახსენით ქილა და მოურიეთ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ბადის დახმარებით გადაწურეთ. ნივრისა და ვაშლის ძმრის ტონიკი მზად არის.

მიღების წესები:

მომზადებული მასა დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე და წრიული მოძრაობებით ფრთხილად შეიზილეთ, ხოლო იმ ადგილებზე, სადაც განსაკუთრებულ დისკომფორტს გრძნობთ, უფრო გაამახვილეთ ყურადღება. სამკურნალო ტონიკი სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-30 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 3-ჯერ.

ერთ გამოყენებაზე მოიხმარეთ ტონიკის 20 გრ, აგრეთვე შეგიძლიათ ჭამის შემდეგ მიიღოთ დღეში ძმრისა და ნივრის ნარევის 20 გრ, მაგრამ რეკომენდებულია, რომ ულუფას არ გადააჭარბოთ.

გაითვალისწინეთ, რომ თირკმელებით დაავადებულმა პაციენტებმა ეს პროდუქტი ზედმეტად არ უნდა გამოიყენონ.

მოერიდეთ ძმრის ჭარბად მიღებას, რადგან ამან შეიძლება მჟავიანობა და რეფლუქსი გამოიწვიოს. გამოიყენეთ დღეში მხოლოდ 20 გრამი.

შემოთავაზებული საშუალების გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.