ღვიძლი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანოა. მას ორგანიზმის გამწმენდი და დამცავი ფუნქცია აკისრია. აუცილებელია ღვიძლის დროდადრო გაწმენდა. ამ გზით შეძლებთ მისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
იმ უამრავ მედიკამენტს შორის, რომლებსაც ღვიძლის გასაწმენდად ვიყენებთ, საუკეთესო გამოსავალია ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ხალხური მედიცინის რეცეპტები, რომელთა წყალობითაც უსაფრთხოდ უმარტივესი გზით გაიწმენდთ ღვიძლს.
შემოგთავაზებთ ღვიძლის გამწმენდი და აღმდგენი დეტოქს საშუალების რეცეპტს. სისხლის გაწმენდისა და ღვიძლის დეტოქსიკაციის გარდა, შემოთავაზებული სასმელი ანემიის სამკურნალო საშუალებაა.
დეტოქს სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქიშმიში ½ ჩ/ჭ
- გათლილი და კუბიკებად დაჭრილი ჭარხალი 1 ჩ/ჭ
- 2 ცალი ლიმონის წვენი
- წყალი 2,5 ჩ/ჭ
მომზადების წესი:
- აადუღეთ წყალი და ცეცხლიდან გადმოდგით. დაამატეთ ქიშმიში, ჭარხალი, დაახურეთ თავსახური და დააყოვნეთ 45 წუთი.
- შემდეგ მზა მასა დააბლენდერეთ, დაამატეთ 2 ცალი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ.
მოხმარების წესები:
- ერთჯერზე მომზადებული დეტოქს სასმელი გაყავით ორ ნაწილად (ერთი ნაწილი მიიღეთ, მეორე_მაცივარში შეინახეთ) და მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე.
- სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 7 დღე. უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას. მიიღეთ დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი. ისინი ორგანიზმს უნარჩუნებს ჯანმრთელობას.
მოამზადეთ გამწმენდი სასმელი, გაიწმინდეთ ღვიძლი, აიმაღლეთ თრომბოციტების დონე და განიკურნეთ ანემიისგან.
გახსოვდეთ, თვითმკურნალობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისათვის. ნებისმიერი ხალხური საშუალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.