ჰერპესი ერთ-ერთი უსიამოვნო დაავადებაა. მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად მსუბუქად მიმდინარეობს, მაინც მთელ რიგ პრობლემებს იწვევს.
ამ ინფექციის მთავარი მახასიათებელია, გამონაყარი ტუჩებზე, რომელიც არა მარტო ქავილს იწვევს, საშინლად ცუდი დასანახია.
შემოგთავაზებთ 5 ხალხურ საშუალებას, რომელთა დახმარებით სწრაფად გაუმკლავდებით ჰერპესს.
1. ალოე
ჰერპესის წინააღმდეგ ეფექტური და ყველაზე მარტივი საშუალებაა ალოე. ალოეს წვენი ყოველ ორ საათში შეიზილეთ მტკივნეულ ადგილზე ან დაიდეთ.
2. რძე
მარლის საფენი დაასველეთ 15%-იანი ცხიმიანობის რძეში და გამონაყარი დაიმუშავეთ. არ ჩამოიბანოთ, სანამ არ გაშრება.
პროცედურა გაიმეორეთ ყოველ 2-3 საათში ერთხელ.
3. წყალბადის ზეჟანგი
გამონაყარი დაიმუშავეთ წყალბადის ზეჟანგით. პროცედურა გაიმეორეთ 2-3 საათში ერთხელ, სანამ გამონაყარი სულ არ გაგიქრებათ.
4. ნიორი
ერთი კბილი ნიორი დანაყეთ და დაიფინეთ მტკივნეულ ადგილზე.
5. პიტნის ეთერზეთი
პიტნის ეთერზეთი სასიამოვნო სუნის გამო შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლიდან გასვლის წინ. დაზიანებული ადგილები დაიმუშავეთ ამ საშუალებით დღეში 2-3-ჯერ.
ეს ბუნებრივი პროდუქტები ვერ შეძლებს ჰერპესის განკურნებას, მაგრამ მისი გაგრეგანი გამოხატულებების ალაგმაში დაგეხმარებათ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ მოცემული რჩევები და გათავისუფლდით უსიამოვნო გამონაყარისგან.