შემოგთავაზებთ კეფირის ბაზაზე მომზადებული უფქვილო, ჰაეროვანი და დაბალკალორიული ბისკვიტის რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 4 ცალი
- იოგურტი 350 გრ
- შაქარი 4 ს. კ.
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- სიმინდის სახამებელი 3 ს. კ.
- ვანილი მწიკვი
მომზადების წესი:
- გამოყავით კვერცხის გული და ცილა. კვერცხის გულები და შაქარი მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
- დაამატეთ იოგურტი, გამაფხვიერებელი, სიმინდის სახამებელი და ხის კოვზით აურიეთ.
- ცილა მიქსერით კარგად ათქვიფეთ და ნელ-ნელა შეურიეთ გულებიან მასას (მიქსერი აღარ გამოიყენოთ).
- მზა მასა გადაიტანეთ 24 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში, რომელშიდაც პერგამენტი გაქვთ ჩაფენილი. ღუმელი გააცხელეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35 წუთი.
ბისკვიტი გააგრილეთ და ზემოდან მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი. თუ კალორიების პრობლემა არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ დაფაროთ შავი ან თეთრი გამდნარი შოკოლადით.