5 ყოველდღიური მავნე ჩვევა, რომელიც საფუძვლად შეიძლება ჩაეყაროს ანევრიზმის განვითრებას

ანევრიზმა ყველაზე საშიში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებაა, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება.

თავის ტვინის ანევრიზმა შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლძარღვთა კედლის თანდაყოლილი პათოლოგიით, ზოგიერთი გენეტიკური დარღვევით, თავის ტრავმით, მაღალი არტერიული წნევით, სიმსივნით, ათეროსკლეროზით, თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარებით და ა. შ. ანევრიზმით ადამიანი წლობით ცოცხლობს და არაფერს უჩივის. სამწუხაროდ, ანევრიზმა ნელ-ნელა იზრდება, აწვება ტვინის ქსოვილებს, ნერვებს და შედეგად მოჰყვება თავის ტკივილები, დაბუჟება, თვალების მიდამოს ტკივილი, გუგების გაფართოება და მხედველობის დაბინდვა.

შემოგთავაზებთ იმ ფაქტორთა ჩამონათვალს, რომლებიც ზრდის ანევრიზმის განვითარების რისკს. გაითვალისწინეთ მოცემული მითითებები და აირიდეთ მოსალოდნელი საფრთხე.

1. ბევრი ყავა

მართალია, ყავა გვმატებს მხნეობას და მთელი დღის განმავლობაში აღგვავსებს ენერგიით, მაგრამ კოფეინის ჭარბი რაოდენობა შეიძლება საზიანო იყოს ჩვენი ტვინის ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, ბევრმა ყავამ შეიძლება სტრესი, თავის ტკივილები, ღებინება, გულისრევა და კიდურების დაბუჟება გამოიწვიოს.

2. მძიმე ვარჯიშები

მძიმე და დაძაბულმა ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს  სისხლძარღვების დახეთქვა. სწორედ ამ მიზეზის გამო, სპორტსმენებმა, რომელთაც უწევთ რთული და ინტენსიური ვარჯიშბის შესრულება, რეგულარულად უნდა ჩაიტარონ შესაბამისი გამოკვლევები.

3. უარყოფითი ემოციები

სტრესულმა სიტუაციებმა ან უეცარმა სტრესმა შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ტვინის ანევრიზმის რისკი. სტრესი და ნეგატიური ემოციები ჩვენი ორგანიზმისა და ჯანმრთელობის ნგრევის უმთავრესი მიზეზებია.

4. ბრაზი

ბრაზი არის მავნე ემოცია, რომელსაც შეუძლია გაზარდოს არტერიული წნევა და გამოიწვიოს დაზიანებული სისხლძარღვების დახეთვა. იპოვეთ სტრესის განმუხტვის გზა და აირიდე მოსალოდნელი გართულებები.

5. გაზიანი სასმელები

გამოკვლევების თანახმად, გაზიანი სასმელების მოხმარებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ტვინის ანევრიზმის განვითარების რისკი. გაზიანი სასმელების ნაცვლად, მიიღეთ ნატურალური წვენები და კოქტეილები.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, ნუ დააყენებთ თქვენს ჯანმრთელობას სერიოზული რისკის ქვეშ, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი საფრთხე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!