შემოგთავაზებთ ბანანის არომატით გაჯერებული ხაჭოს უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. იგი ისეთი ნაზი და ჰაეროვანია, რომ პირში დენბა.
უმარტივესი დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 300 გრ
- ბანანი 5 ცალი
- კვერცხი 3 ცალი
- არაჟანი 150 გრ
- ფქვილი 4 ს. კ.
- შაქარი 5 ს. კ.
- მარილი მწიკვი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, 3 ცალი ბანანი დააბლენდერეთ. დაამატეთ ხაჭო და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ შაქარი, მარილი, ფქვილი და დააბლენდერეთ. ბოლოს ამატებთ კვერცხს, არაჟანს და კვლავ აბლენდერებთ.
- მზა მასა გადაიტანეთ საშუალო ზომის საცხობ ფორმაში და 1 საათის განმავლობაში გამოაცხვეთ 150 გრადუს ტემპერატურაზე.
- გაგრილების შემდეგ გადმოიღეთ ლანგარზე და მთელი ღამით შედეთ მაცივარში.
- 2 ცალი ბანანი დაჭერით თხელ ნაჭრებად და სუფრასთან მიტანამდე დესერტზე ლამაზად მოაწყვეთ.
შეგიძლიათ მოასხათ გამდნარი შოკოლადი ან შოკოლადის მინანქარი, ან კარამელი. გემრიელად მიირთვით!