ქიმიური ანტიპესპირანტების ჯანსაღი ალტერნატივა, რომელიც შეამცირებს ოფლიანობას და გააქრობს უსიამოვნო სუნს

ბევრ ადამინს მიაჩნია, რომ მძაფრი სუნი იღლიებში გამოწვეულია გადაჭარბებული ოფლიანობით, თუმცა თავად ოფლს სუნი არ აქვს. მძაფრ სუნს იწვევს კანზე არსებული ბაქტერიები.

ანტიპესპერანტები ბლოკავს კანის ფორებს და აბრკოლებს  ოფლის გამოყოფას, რაც აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას და უსიამოვნო სუნის წარმოქმნას.

სამწუხაროდ, ანტიპესპერანტების შემადგენლობა დატვირთულია უამრავი ქიმიური ნივთიერებით, რომლებიც აღწევს კანში და ხვდება სისხლსა და ლიმფაში. სწორედ ამიტომ, ქალბატონებისთვის არ არის რეკომენდებული მათი ჭარბად მოხმარება, რადგან იწვევს სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკს.

როგორ დავაღწიოთ თავი ამ უსიამოვნო პრობლემას ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ?

არსებობს ალტერნატიული და ბუნებრივი გზები, რომელთა წყალობითაც შეძლებთ იღლიების მძაფრი სუნის აღმოფხვრას ისე, რომ აირიდებთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც ახლავს ანტიპესპერანტების ხანგრძლივ მოხმარებას.

შემოგთავაზებთ მარტივი ხელნაკეთი საშუალებების რეცეპტებს. გაითვალისწინეთ, რომ ეს მეთოდები ემყარება რეგულარულ გამოყენებას, რადგან ისინი უშუალოდ მოქმედებს ცუდი სუნის გამომწვევ მიზეზზე, ანუ ბაქტერიების აღმოფხვრაზე.

რეცეპტი N1

საჭირო ინგრედიენტები:

  • 3 ცალი ლიმონის ცედრა
  • 3 ცალი ფორთოხლის ცედრა
  • წყალი 1 ლ
  • სოდა 3 ს. კ.
  • ზღვის მარილი 1 ჩაის ჭიქამდე

მომზადების წესი:

ლიმონისა და ფორთოხლის ცედრას დაასხით ადუღებული წყალი, დაახურეთ თავსახური და დააყოვნეთ 10-15 წუთი. დაამატეთ ზღვის მარილი, სოდა და კარგად აურიეთ. მზა მასა გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

ხელნაკეთი საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველ დღე. ბამბის საფენი გააჯერეთ მომზადებულ ნარევში და იღლიები კარგად გაიწმინდეთ. შემოთავაზებული საშუალება შეგიძლიათ ფეხის უსიამოვნო სუნისა და ოფლიანობის აღმოსაფხვრელადაც  გამოიყენოთ.

რეცეპტი N2

ხელნაკეთი დეოდორანტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გაფილტრული წყალი 200 მლ
  • სამედიცინო სპირტი 50 მლ
  • როზმარინი 4 ჩ. კ.
  • ლიმონის ეთერზეთი 5 წვეთი
  • სალბი 2 ჩ. კ.

მომზადების წესი:

აადუღეთ წყალი და დაასხით როზმარინისა და სალბის დაქუცმაცებულ ფოთლებს, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 10 წუთი. გააგრილეთ, შემდეგ გადაწურეთ, დაამატეთ სპირტი,  ლიმონის ეთერზეთი, კარგად აურიეთ და გადაიტანეთ მინის ბოთლში.

გამოიყენეთ როგორც ჩვეულებრივი დეოდორანტი. გისურვებთ ჯანმრთელობას!