
ბროწეული, ბუნების შედევრი, ძალიან სასარგებლო ხილია. იგი შეიცავს ვიტამინებს: A, C, E, B1, B2, PP, რკინას, კალციუმს, კალიუმს, სილიციუმს. მისი წვენი ხელს უწობს საჭმლის მომნელებლი ტრაქტის ფუნქციონიებას, ზრდის ჰემოგლობინს, კურნავს დიარეას. ბროწეულის ექსტრაქტს შეუძლია ხელი შეუშალოს ან შეცვალოს კორონალური არტერიების ბლოკირება.
სასარგებლო საკვები ნივთიერებებით დატვირთული საოცარი ქმნილება მოგიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას. სამკურნალოა როგორც ნაყოფი, ისე ქერქი.
უძლიერესი სამკურნალო თვისებებით გაჯერებული ხილი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას, ამცირებს ცილების სინთეზს, რომელიც დაკავშირებულია არტერიებში ანთებით პროცესებთან, აბრკოლებს გულის კუნთში ლიპიდების დაგროვებას, ხელს უშლის გულის გაფართოებას.
გამოკვლევების შედგად დადსტურებულია, რომ ბროწეულის წვენის ყოველდღიურად მიღება მინიმუმ 29 %-ით ამცირებს არტერიების ბლოკირებას.
თავისი შემადგენლობის წყალობით ბროწეულის მნიშვნელობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის განუსაზღვრელია.
ბროწეული ანთების საწინააღმდეგო თვისებებით არის გაჯერებული. ანთება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პათოგენეზში. მიირთვით ბროწეული და აირიდეთ პრობლემები. ბროწეულის წვენი ამცირებს არტერიულ წნევას.
იგი ინფექციების საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. სისხლძარღვებში ბაქტერიების დაგროვება ინფექციების შედეგია. ბროწეული გაჯერებულია ანტიბაქტერიული და ვირუსების საწინააღმდეგო თვისებებით, რომლებიც ებრძვის ამ ბაქტერიებს.
ბროწეული უძლიერესი ანტიოქსიდანტია. იგი ამცირებს სისხლში ჟანგვითი სტრესის დონეს. რეგულარულად მიირთვით ბროწეული ან ბროწეულის წვენი და აირიედეთ გულისა და სისხლძარღვების პრობლემების განვითარება. გისურვებთ ჯანმრთელობას!