ხაჭოს ბანანები – გემრიელება, რომლითაც თქვენს პატარებს აღაფრთოვანებთ

შემოგთავაზებთ ხაჭოს სასიამოვნო არომატით გაჯერებული ხრაშუნა და ჰაეროვანი ცომით მომზადებული უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. ხაჭოიანი ბანანები ისეთი გემრიელია, რომ თითებს ჩაიკვნეტთ.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 200 გრ მარგანინი
  • 1 ჩ. ჭ. არაჟანი
  • ვანილი
  • 1 ჩ. კ. სოდა და ძმარი
  • 3 ჩ. ჭ. ფქვილი

გულსართისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 300 გრ ხაჭო
  • ნახევარი ჩ. ჭ. შაქრის ფხვნილი
  • მწიკვი მარილი
  • ბანანი (სურვილისამებრ)

მომზადების წესი:

  1. არაჟანს დაამატეთ ძმრიანი სოდა და ვანილი. დარბილებული მარგანინი მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
  2. შემდეგ დაამატეთ არაჟნიანი მასა, აურიეთ და ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი. მზა ცომს გადააფარეთ საკვების ცელოფანი და 1 საათით შედეთ მაცივარში.
  3. ამზადებთ გულსართს: ხაჭო დააბლენდერეთ. თუ ბანანით ამზადებთ, დააბლენდერეთ და შეურიეთ ხაჭოს. დაამატეთ შაქრის ფხვნილი და კარგად აურიეთ. ცომი გაყავით 4 ნაწილად, შემდეგ თითოეული მათგანი გაყავით 8-10 ნაწილად.
  4. თითოეული გუნდა ოვალურად გააბრტყელეთ. შუაში ჩადეთ 1 სუფრის კოვზამდე გულსართი, ცომის მთელ სიგრძეზე თანაბრად გაანაწილეთ და რულეტივით გადაახვიეთ, კიდეები  შეაერთეთ და მიეცით ბანანის ფორმა. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და დააწყვეთ ბანანები.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი და ჰაეროვანი, ხრაშუნა ნამცხვრები, ხაჭოს შიგთავსით, მზად არის. ზემოდან მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!