უნაზესი და უგემრიელესი ნამცხვარი ფქვილისა და მანის გარეშე

შემოგთავაზებთ ძალიან გემრიელი, უნაზესი ნამცხვრის რეცეპტს. დესერტის მოსამზადებლად არ გჭირდებათ ფქვილი და არც მანანის ბურღული.

გჭირდებათ ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტები, მცირე მონდომება და რამდენიმე წუთში შეძლებთ პირის ჩატკბარუნებას.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ხაჭო 500 გრ
  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 6 ს. კ.
  • არაჟანი 20%-იანი ცხიმიანობის 2 ს. კ.
  • სახამებელი 2 ს. კ.
  • ვანილი
  • ქიშმიში და გამომშრალი ხილი (თქვენი სურვილის მიხედვით)

მომზადების წესი:

  1. კვერცხის გული და ცილა გამოყავით ერთმანეთისგან.
  2. კვერცხის გული, ხაჭო, არაჟანი, სახამებელი და ვანილი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე.
  3. ცილა ათქვიფეთ ცალკე. მიღებულ ღრუბელივით მასას ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ შაქარი და მწიკვი ლიმონმჟავა.
  4. ხაჭოსა და ცილის მასები გააერთიანეთ. ქიშმიში და გამომშრალი ხილი გარეცხეთ, გააშრეთ და შეურიეთ მომზადებულ მასას.
  5. გაითვალისწინეთ თქვენი ოჯახის წევრების გემოვნება და მოამზადეთ ცოცხალი ხილით. უგემრიელესია ბანანით, ატმით, ჟოლოთი, მარწყვით, მოცვით. შეგიძლიათ ხილის ნაცვლად დატეხილი შავი ან თეთრი შოკოლადი გამოიყენოთ, მხოლოდ შეამცირეთ შაქრის რაოდენობა.
  6. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, აუცილებლად წაუსვით კარაქი და მომზადებული მასა თანაბრად გაანაწილეთ.
  7. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი.

ცადეთ, მოამზადეთ და ისიამოვნეთ!