შემოგთავაზებთ კეფირის წვნიანის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ორგანიზმის ზედმეტი კალორიებისგან დაცვას და უზრუნველყოფთ მის გაჯერებას სასარგებლო ნივთიერებებითა და მიკროელემენტებით.
წვნიანი უმარტივესი მოსამზადებელია. დაგჭირდებათ ვიტამინებითა და მინინერალებით გაჯერებული შემდეგი ინგრედიენტები:
- უცხიმო კეფირი 500 გრ
- კიტრი 1 ცალი
- მწვანე ხახვი 10 გრ
- რეჰანი (ახალი) 10 გრ
- ნიორი 2 კბილი
- კამა და ოხრახუში 15 გრ
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
კეფირი გააციეთ. კიტრი გათალეთ და დაჭერით კუბიკებად, დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ნიორი, აურიეთ, გაანაწილეთ თეფშებზე და დაასხით ცივი კეფირი, დაამატეთ მარილი, შავი პილპილი გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით და იზრუნეთ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე!