სახის ღრმა მწმენდი და მკვებავი ნიღაბი, რომელსაც ბებია დღემდე, 83 წლის ასაკშიც იყენებს

2850

არც კი იცით, რომ თქვენს სამზარეულოში ერთ-ერთ თაროზე ნამდვილი საუნჯე გიდევთ. ეს უძლიერესი ნატურალური პროდუქტი სოდაა, რომელიც შეგიცვლით სკრაბებს, გამწმენდ საშუალებებს, მიცელარულ წყლებს (გამწმენდი), ნიღბებს-უბრალოდ სწორად უნდა შეურიოთ ნატურალურ ყველასთვის ხელმისაწვდომ პროდუქტებს.

სოდის ნიღბების ეფექტი გასაოცარია. კანი ხდება გლუვი და განახლებული, როგორც სალონში გაკეთებული პილინგის შემდეგ. სოდა უძლიერესი გამწმენდი საშუალებაა. იგი გასაოცარია იმ მხრივაც, რომ ამკვრივებს სახის ოვალს და ასწორებს წვრილ ნაოჭებს. მას ასაკის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

სოდა კანისთვის

  • სოდის სარგებელი კანისთვის უდავოა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ შეიცავს ვიტამინებს, მინერალებიდან  კი მხოლოდ- ნატრიუმს.
  • სოდის აბაზანები ოდითგანვე იყო ცნობილი, როგორც გამოსაჯანმრთელებელი და გამაახალგაზრდავებელი საშუალებები.
  • საფუძვლიანად გამოაქვს ყველა სახის ჭუჭყი: მტვერი, ცხიმები, მაკიაჟის ნარჩენები.
  • სოდა ათეთრებს კანს. სოდის პროცედურების დახმარებით გათავისუფლდებით ჭორფლებისგან, პიგმენტური ლაქებისგან და არასასურველი რუჯისგან.
  • სოდა-უძლიერესი შთანმთქმელია. ის გამოდევნის ტოქსინებსა და თავისუფალ რადიკალებს კანის ზედა ფენებიდან, რომელიც არ შეუძლია საპონსა და მიცელარულ წყლებს.
  • სოდას აქვს სადეზინფექციო ეფექტი, ებრძვის სოკოებსა და ბაქტერიებს, ამიტომ ის ძალზე ეფექტურია აკნეს წინააღმდეგ.

არბილებს კანს და ხსნის ფორებს.

  • სოდით წმენდასაც აქვს ნიუანსები. ნატრიუმი მყისიერად რეაგირებს კანზე, ამიტომ სოდის ბაზაზე შექმნილი ნებისმიერი ნიღაბი ამომწურავ გავლენას 10 წუთში მოახდენს.
  • საშინაო ნიღბების გამოყენების კურსი შეზღუდული არ არის, მაგრამ სასურველია თუ პროცედურას გაიკეთებთ 5-7 დღეში ერთხელ.

ღრმა წმენდის ნიღაბი

  • თუ გსურთ მიღწიოთ პილინგის ეფექტს შემოგთავაზებთ ღრმა წმენდის ნიღბების რეცეპტს, რომელიც შავი წერტილებისა და გამონაყარის წინააღმდეგეფექტურია. შეურიეთ სოდა და წყალბადის ზეჯანგი. ნარევი დაიტანეთ სახეზე, ფრთხილად შეიზილეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  • უფრო მსუბუქი ეფექტისათვის 1 ჩ. კ. სოდა და ამდენივე სახის დასაბანი გელი შეურიეთ. ფორთოხლის წვენისა და სოდის ნარევის ნიღაბი კი გაგათავისუფლებთ პიგმენტური ლაქებისგან, ხოლო ცილისა და სოდის ნაზავი კი ამკვრივებს კანის ოვალს.

მკვებავი და დამატიანებელი ნიღბები

2 ს. კ. სოდისა და 1 ს. კ. ზეითუნის ზეთის ნაზავი საოცრად ეფექტური საშუალებაა, ხოლო თუ საშუალება გაქვთ და ნიღაბს დაამატებთ 1 ჩ. კ. მწიფე ავოკადოს რბილობს მაშინ მივიღებთ ვიტამინების, მინერალებისა და მჟავეების საოცარ კომბინაციას.

ნიღბები მშრალი და დაზიანებული კანისათვის

აიღეთ 1 წილი შვრიის ფანტელი და 1 წილი სოდა, დაამატეთ 1 წილი კეფირი ან ნაღები. ამ ნიღაბის გამოყენების შემდეგ  კანის მსუბუქი წმენდა და გამოცოცხლება გარანტირებული გაქვთ.

კანის გამაახალგაზრდავებელი ნიღბები

რეკომენდებულია გამოიყენოთ  კიტრისა და სოდის ნარევის გამაგრილებელი ნიღაბი.

საჭირო იგრედიენტები:

  • ნახევარი კიტრი
  • სოდა 1 ჩ. კ.
  • შვრიის ფანტელი 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • 1 ცალი კვერცხის ცილა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ, დაიტანეთ სახეზე, შეიზილეთ და 15 წუთით დაიტოვეთ. აქტიური საკვები ნივთიერებებით გაჯერებული თაფლს, კიტრსა და შვრიას შეუძლია ღრმად შეაღწიოს გაწმენდილ კანში. ნიღაბი შეიზილეთ მსუბუქი მოძრაობებით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სოდის ნიღაბი ასევე ეფექტურია ხელების მოვლისთვისაც, რომელიც კვირაში ერთხელ გამოიყენეთ. სოდის ნიღაბი ხელის კანს შეუნარჩუნებს სიგლუვეს, აქვს მათეთრებელი ეფექტი.

სოდიანი ნიღბები შეგიცვლით კოსმეტოლოგს, მაგრამ დაიმახსოვრეთ საშინაო ნიღბების გამოყენების შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ დამატიანებელი მალამოები, რომლებიც ხელს შეუშლიან კანის ზედმეტად გამოშრობას, აგრეთვე ღია ფორები ეფექტურად სუნთქავს და ძვირფას კომპონენტებს ითვისებს.

გაითვალისწინეთ მოცემული შემთავაზებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.