შოტლანდიური საშობაო შტოლენი. მსგავსი გემრიელობა დიდი ხანია, არ გამისნიჯას

შემოგთავაზებთ გერმანული საშობაო ტრადიციული კექსის, შტოლენის, რეცეპტს. ეს უგემრიელესი დესერტი შობამდე 2-3 კვირით ადრე უნდა გამოაცხოთ და სიგრილეში შეინახოთ. ამ დროის განმავლობაში ინგრედიენტების არომატები ერთმანეთს ერწყმის და ნუგბარი კიდევ უფრო მეტად გემრიელდება. აქვე გეტყვით, რომ საშობაო კექსი უმარტივესი მოსამზადებელია, მაგრამ დრო სჭირდება.

პირველ რიგში, უნდა მოამზადოთ ნაყენი. ნაყენის მომზადებას იწყებთ ერთი დღით ადრე.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 200 გრ ქიშმიში
  • ფორთოხლის ქერქის ცუკატები 35 გრ
  • ნახევარი ფორთოხლის ცედრა
  • ნახევარი ლიმონის ცედრა
  • 20 მლ კონიაკი
  • 1 ცალი ფორთოხლის წვენი

მომზადების წესი:

ქიშმიში გარეცხეთ და ჩაყარეთ კონტეინერში, დაამატეთ,  დაახლოებით ქიშმიშის ზომაზე დაჭრილი ფორთოხლის ქერქის ცუკატები, შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ფორთოხლისა და ლიმონის ცედრა (მხოლოდ ნარინჯისფერი და ყვითელი ფენა აიღეთ), დაასხით ფორთოხლი წვენი, კონიაკი და კარგად შეანჯღრიეთ. მზა მასა დააყონეთ მთელი ღამით.

მეორე დღეს იწყებთ საშობა ნამცხვრის მომზადებას. პირველ რიგში, ამზადებთ საფურს.

საფუარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 100 მლ რძე
  • 1 ს. კ. შაქარი
  • 25-30 გრ საფუარი
  • 110 გრ ფქვილი

მომზადების წესი:

თბილი რძე საფუარი და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა, შემდეგ დაამატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ. გადააფარეთ სამზარეულოს ტილოს და 20-30 წუთით სითბოში დააყოვნეთ ასაფუებლად. საფუარის მოცულობამ ორჯერ უნდა მოიმატოს და მასა აუცილებლად უნდა იყოს ფოროვანი.

ცომისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 200 გრ დარბილებული კარაქი
  • 230 გრ ფქვილი
  • 45 გრ შაქარი
  • 50 გრ ნუში დაფქული
  • 1 ჩ. კ. მარილი
  • 1 ცალი კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 100 გრ ნიგოზი (დაჭრილი)
  • 100 გრ თხილი (მოხალული და დაჭრილი)

მომზადების წესი:

  1. მზა საფუარს მოურიეთ კოვზით, დაამატეთ შაქარი, ფქვილი, მარილი, კვერცხი, დაფქული ნუში და აურიეთ კოვზით. ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრულ მაგიდაზე და ზელას აგრძელებთ  ხელით. თანდათან დაამატეთ ცოტა-ცოტა ფქვილი.
  2. 3-5 წუთის შემდეგ ნაწილ-ნაწილი შეაზილეთ 200 გრ დარბილებული კარაქი და კარგად ზელთ, დაახლოებით 5 წუთი. მასა უნდა იყოს ერთგვაროვანი. ცომი უნდა იყოს რბილი და ელასტიური. აიღეთ დიდი თასი, წაუსვით ზეთი, გადაიტანეთ ცომი, დააფარეთ სამზარეულოს ტილო და 40 წუთით დააყოვნეთ სითბოში.
  3. შემდეგ ჩაზილეთ ცომი, გადააფარეთ ტილო და 40 წუთი დააყოვნეთ სითბოში.
  4. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, მზა ცომი გადმოიტანეთ მაგიდაზე, ხელით გააბრტყელეთ, დაიტანეთ მასზე თხილეული და დაამატეთ წინასწარ მომზადებული ნაყენი (ქიშმიშის, ცუკატების, ლიმონისა და ფორთოხლის ცედრის) და ცომს კარგად შეაზილეთ. თუ ცომი ცოტა გათხელდა, თანდათან შეაზილეთ 50 გრამამდე ფქვილი. მიიღებთ ძალიან ლამაზ, ფერად-ფერად და არომატულ ცომს.
  5. მიღებული მასა გაყავით 3-4 თანაბარ ნაწილად (დამოკიდებულია ფორმების სიდიდეზე), გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 5 წუთი.
  6. მოამზადეთ კექსის ფორმები (შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი სხვა ფორმებიც გამოიყენოთ) და ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. შემდეგ თითოეული გუნდა გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და ნაზად გააბრტყელეთ. გადააფარეთ ტილო და ცოტა ხნით დააყოვნეთ.
  7. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 60 წუთი.
  8. კექსები გააგრილეთ. ზემოდან წასასმელად გაადნეთ 50 გრ კარაქი, დაამატეთ 50 გრ შაქრის ფხვნილი, მწიკვი ვანილი და აურიეთ. მიღებული ნარევი კექსებს სილიკონის ფუნჯით წაუსვით და ზემოდან მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი.

უგემრიელესი შტოლენები შეგიძლიათ მაშინვე მიირთვათ. თუ შენახვას აპირებთ, კექსები ცალ-ცალკე გაახვიეთ საცხობ ქაღალდში, შემდეგ შემოახვიეთ ფოლგა და შეინახეთ სიგრილეში. შობას კი ისიამოვნეთ სასწაული არომატებით გაჟღენთილი უგემრიელესი საშობაო ნამცხვრით. ბედნიერ შობას გისურვებთ!