მიგრენი (შაკიკი) არის ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც ახლავს გამფრთხილებელი ნიშნები: სინათლისადმი მგრძნობელობა, ჩხვლეტა ხელებსა და ფეხებში, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მგრძნობელობა ბგერების მიმართ. გაუსაძლისი ტკივილი შეიძლება რამდენიმე საათი, დღეები გაგრძელდეს. საუკუნეებია ადამიანები სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ მცენარეულ წამლებს, გამონაკლის არც მიგრენი წარმოადგენს.
თავის ტკივილისა და შაკიკის სამკურნალოდ მრავალი მცენარეული საშუალება არსებობს. ამ რეცეპტებიდან ბევრი შემორჩა, რაც მკვლევარებს საშუალებას აძლევს შეაგროვონ და გამოსცადონ უძველესი სიბრძნე თანამადროვე კლინკიურ კვლევებში.
შემოგთავაზებთ მცენარეული ნაყენის რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ შაკიკის მკურნალობას.
1. მელისა (ბარამბო) შაკიკისთვის
მელისა უძლიერესი სამკურნალო ბალახია, რომელიც უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ნერვული სისტემის ყველა სახის დაავადების სამკურნალოდ. მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, გამოიყენეაბა ანტივირუსული ჰერპესის სამკურნალოდ, კურნავს ჭრილობებს და იცავს კანს. სხვა სამკურნალო მცენარეებთან კომბინაციაში გამოიყენება გაციებისა და გრიპის სიმპტომების გასაკურნად.
2. ხავერდა
შეუდარებელი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც თავის საერთო ტკივილებისა და შაკიკის სამკურნალოდ აქტიურად გამოიყენება.
მცენარეული ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 3 წილი გამხმარი მელისა
- 2 წილი ხავერდას გამხმარი ყვავილი
- არაყი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, მოცემული მცენარეები მოათავსეთ მინის ქილაში და არაყი დაასხით ისე, რომ მცენარეებს 5 სანტიმეტრით აშორდეს. ქილას დაახურეთ ხუფი და შეანჯღრიეთ.
- ნაყენი 2-6 კვირით შეინახეთ სიბნელეში და ყოველ დღე შეანჯღრიეთ.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ნაყენი მარლის საშუალებით გადაწურეთ, გადაიტანეთ მინის მუქ ბოთლში, შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილზე. ნააყენი გმოსაყენებლად ვარგისია 5 წელი.
გამოყენების წესები:
თუ მოულიდნელად დაგეწყოთ შაკიკის სიმპტომები ყოველ 30-50 წუთში მიიღეთ ნაყენი. მიღება დაიწყეთ ¼ ჩაის კოვზიდან და გაზარდეთ ½ ჩაის კოვზამდე.
სამკურნალო პროცედურები გრძელდება სასურველი შედეგის მიღებამდე. გისურვებთ ჯანმრთელობას!