
შემოგთავაზებთ ფენოვანი ცომისგან მომზადებული უგემრიელესი ქადების რეცეპტს. ნაზი ცომისა და ნიგვზის არომატით გაჯერებული ქადები ძალიან რბილი და არომატული გამოდის.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 500 გრ ფქვილი
- 200 გრ კარაქი
- 1 ჩ. კ. შაქარი
- 200 მლ არაჟანი
- 1 ცალი კვერცხი
- ½ ჩ. კ. სოდა
- ½ ჩ. კ. მარილი
გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 200 გრ ნიგოზი
- 200 გრ შაქარი
- ვანილი
მოზადების წესი:
- კარაქი ცოტა ხნით შედეთ საყინულეში. თასში ჩაყარეთ ფქვილი. კარაქი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და დროდადრო სახეხს მოაყარეთ ფქვილი. ფქვილისა და კარაქის ნარევს დაამატეთ შაქარი, მარილი და ხელით ნაზად აურიეთ.
- კვერცხი, არაჟანი და სოდა ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კვერცხიანი მასა დაამატეთ ფქვილიან ნარევს და ურევთ კოვზით. შემდეგ ცომს ზელთ ხელით. ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და ზელთ ერთგვაროვნი მასის მიღებამდე.
- მზა ცომი გაყავით 2 თანაბარ ნაწილად, ჩადეთ პარკებში და 30-40 წუთით შედეთ მაცივარში.
- გულსართისთვის ნიგოზი დაჭერით ძალიან წვრილად, დაამატეთ შაქარი, ვანილი და აურიეთ.
- ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გააბრტყელეთ თხელ ფენად. ფენის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 3 მლ. დაიტანეთ მასზე გულსართის ნახევარი და თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ ფენა რულეტივით გადაახვიეთ. ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და დაჭერით ოთხკუთხედი ფორმის ნაჭრებად.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ქადები თანაბრად გაანაწილეთ.
ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი. მოამზადეთ უგემრიელესი ქადები და ისიამოვნეთ!