ლორწო არის ბუნებრივი პროდუქტი, რომელსაც გამოიმუშავებს ჩვენი ორგანიზმი, მაგრამ ხშირად ძალიან დიდი რაოდენობით გროვდება და გვიქმნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას.
დაგროვილი ლორწო იწვევს ხველას , სუნთქვის გაძნელებას, ტკივილს მკერდის არეში.
სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური იგრედიენტებით გაჯერებული უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც გაგათავისუფლებთ ლორწოსგან.
სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ გაფილტრული წყალი. აიღეთ პატარა ქვაბი, ჩაასხით წყალი და გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე, შემდეგ დაამატეთ სელის თესლი, სალბი, ტუხტის ფესვები (ალთე), ლიმონი და ადუღეთ 15 წუთი. (სამკურნალო სიროფის რეცეპტის სრულ ვერსიას იხილავთ ქვემოთ).
ლორწო წებოვანი მასა, რომლიც საპოხი ნივთიერებისა და ფილტრაციის როლს ასრულებს და ორგანოებს იცავს ინფექციების, ბაქტერიების, სოკოს და ვირუსების შემოტევისგან. ამავე დროს ჭარბი რაოდენობით დაგროვილი ეს ბლანტი ნივთიერება ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს, როგორიცაა ხველა, ქოშინი, რომელთა გართულებას ხელს უწყობს გარემო ფაქტორებიც მაგალითად, როგორიცაა,
- მშრალი გარემო ოთახში
- სითხის არასათანადო რაოდენობით მიღება
- ყავა, ჩაი
- მოწევა
- ბრონქიტი, სინუსიტი, ასთმა
- კისტოზური ფიბროზი
გირჩევთ გამოიყენოთ ხალხური საშუალებები, რომლებიც გაგათავისუფლებთ დაგროვილი ლორწოსგან.
ამ მხრივ ეფექტურ შედეგს მოგცემთ მარილი, რომელიც უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ლორწოს გამოდევნას. გაიკეთეთ მარილიანი წყლის სავლები და გათავისუფლდით ლორწოსგან. აგრეთვე საუკეთესოა ჯანჯაფილის სავლებიც. ჯანჯაფილი გაჯერებულია ანტისეპტიკური და ანტიბიოტიკური თვისებებით.
სტატიაში შემოგთავაზებთ მარტივი საშინაო სიროფის რეცეპტს, რომლის წყალობით ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით გამოდევნით ლორწოს.
სამკურნალო სიროფი განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვებისთვის.
საჭირო იგრედიენტები:
- ტუხტის (ალტეის) ფესვების ფხვნილი 1 ს. კ.
- სელის თესლი 1 ს. კ.
- სალბი 1 ს. კ.
- ლიმონი 1 ცალი
- გაფილტრული წყალი 1 ლ
- ნეკერჩხლის სიროფი 1 ჩ. ჭ.
ინსტრუქცია:
აიღეთ პატარა ქვაბი, ჩაასხით წყალი და ნეკერჩხლის სიროფი, დადგით დაბალ ცეცხლზე, დაამატეთ დანარჩენი იგრედიენტები, ადუღეთ 15 წუთი. მომზადებული საშუალება გააციეთ და მიიღეთ 1 ს. კ. დღეში სამჯერ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.