
უძილობა ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. მუდმივი სტრესი და შფოთვა არ გაძლევთ საშუალებას ნორმალურად და მშვიდად დაიძინოთ. ადამიანთა უმეტესობა იყენებს აბებს სტრესისა და უძილობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელთაც ძალიან ხშირად ახლავს გვერდითი მოვლენები. საბედნეროდ, არსებოს ბუნებრივი ალტერნატიული საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ ებრძოლოთ უძილობას და თავი დააღწიოთ სტრესსა და შფოთვას.
მაგნიუმი უნივერსალური მინერალია, რომელიც ძალიან საჭიროა ორგანიზმისთვის. ის ამშვიდებს ორგანიზმს, ხსნის სტრესს და ასევე უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.
მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმისთვის ძალიან საშიშია, ამიტომ ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით ქალებმა, უნდა შეინარჩუნონ ორგანიზმში მაგნიუმის ოპტიმალური დონე.
მაგნიუმის ოპტიმალური დონე ასწრაფებს მეტაბოლიზმს, ასტაბილურებს განწყობას, გამშვიდებთ, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს და ხელს უწყობს გულისა და ძვლების ჯანმრთელობას.
სხვათა შორის, უძილობა, სტრესი, შფოთვა მაგნიუმის დეფიციტის ერთ-ერთი სიმპტომია.
თუ თქვენ ორგანიზმისთვის მეტად საჭირო მინერალის, მაგნიუმის დეფიციტი აღგენიშნებათ, მაგნიუმის საღეჭი კუბურები მაგნიუმის დონის შესავსებად შესანიშნავი ალტერნატივაა. ჟელატინთან კომბინაციაში მაგნიუმი ებრძვის ანთებას და ასევე ამშვიდებს ორგანიზმს.
შემოგთავაზებთ ბუნებრივი და უსაფრთხო მაგნიუმის საღეჭი კანფეტების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც მოიგვარებთ ძილის, ასევე სტრესისა და შფოთვის პრობლემებს.
მაგნიუმის კუბურების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 5 ჩ. კ. მაგნიუმის სულფატი
- 3 ს. კ. ორგანული ჟელატინი
- ლიმონის წვენი 250 მლ
- 1 ს. კ. თაფლი ან სტევია, ან ნეკრჩხლის სიროფი
- მწიკვი ზღვის ან ჰიმალაის მარილი
მომზადების წესი:
- მაგნიუმის ფხვნილს ნელ-ნელა დაამატეთ ლიმონის წვენი და აურიეთ. ნარევი გადაასხით ქვაბში, დაამატეთ ჟელატინი და აურიეთ. ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე და გაადნეთ ჟელატინი. შემდეგ დაამატეთ მარილი, თაფლი და აურიეთ ნაზად ისე, რომ მასა არ აქაფდეს. ნარევი ადუღეთ ¾ ჩ. ჭ. სითხის მიღებამდე.
- მზა მასა გადაასხით ფორმებში (შეგიძლიათ გამოიყენოთ ყინულის ფორმაც), გააგრილეთ და 30 წუთით შედეთ მაცივარში.
- ჟელატინის კუბურები გადაიტანეთ ჰერმენტულად თავდახურულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში.
მიიღეთ დღეში 1 ცალი ჟელატინის კუბიკი, მაგრამ თუ მანამდე არასდროს გამოგიყენებიათ მაგნიუმის დანამატები, დაიწყეთ მცირე დოზით, რადგან მოცემული საშუალება მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა. გისურვებთ ჯანმრთელობას!


