სახელდახელოდ დამჟავებული კიტრი მინერალურ წყალში. გამოდის ძალიან ხრაშუნა და არომატული

გიყვართ სახელდახელოდ დამჟავებული კიტრი? მოცემული რეცეპტის მიხედვით შეძლებთ მარტივად და ძალიან სწრაფად დააგემოვნოთ კიტრი ხრაშუნა, არომატული და ძალიან გემრიელი მჟავე.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • პატარა ზომის კიტრები 1 კგ
  • მინერალური წყალი 1 ლ
  • მარილი 2 ს. კ.
  • ნიორი 3 კბილი
  • კამა 1 კონა
  • ნიახური 2-3 ღერო

მომზადების წესი:

  1. კიტრი გარეცხეთ და მოაჭერით ბოლოები.
  2. მოსამზადებლად დაგჭირდებათ მინის კონტეინერი ან ქილა. ჭურჭლის ძირზე დადეთ ნახევარი კონა კამა და ნიახური. შემდეგ მჭიდროდ ჩააწყვეთ კიტრები, დაადეთ კამის მეორე ნახევარი და მოაყარეთ   წვრილად დაჭრილი ნიორი.
  3. მინერალურ წყალში გახსენით მარილი და დაასხით კიტრს (მთლიანად დაფარეთ). კონტეინერს დაახურეთ ხუფი დ შედეთ მაცივარში.
  4. კიტრი 12-14 საათის შემდეგ მზად იქნება.

მოამზადეთ ახალ-ახალი და გემრიელად მიირთვით!