თუ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან თქვენთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა, ეს ხელმისაწვდომი საშუალებები ძალიან დაგეხმარებათ

უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რომლის წინაშეც ძალიან ბევრი ადამიანი დგას. სამწუხაროდ, უმრავლესობამ არც კი იცის, რომ მათ ეს პრობლემა აქვთ. განსაკუთრებით უსიამოვნო სუნი თავს იჩენს გაღვიძებისას. ამის მიზეზი კი პირში დიდი რაოდენობით დაგროვილი ბაქტერიაა.

ბაქტერიების დაგროვებას იწვევს პირის ღრუს არაადეკვატური ჰიგიენა, აგრეთვე არასწორი კვება. შედეგად გამოიყოფა გოგირდი, რომელსაც ცუდი სუნი აქვს.

არსებობს ბევრი პროდუქტი, რომლებიც მიდრეკილია ამგვარი პრობლემის წარმოშობის პროვოცირებისკენ.

ექსპერტების აზრით, სუნთქვის გაუარესებას იწვევს რაფინირებული, აგრეთვე შაქარის შემცველი პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტი.

სტატიაში შემოგთავაზებთ ხელნაკეთი საშუალებების რეცეპტებს, რომლებიც გაგათავისუფლებთ ამ უსიამოვნო პრობლემისგან.

1. ნატურალური იოგურტი

რეკომენდებულია, დღეში 2-ჯერ მიიღოთ იოგურტი შაქრისა და სხვა დანამატების გარეშე. იოგურტის შემადგენლობაში არსებული ბაქტერიები ამცირებს ნაერთების რაოდენობას, რომლებიც იწვევს უსიამოვნო სუნს და შეგინარჩუნებთ ჯანსაღ სუნთქვას.

2. წყალი

წყალი გვეხმარება საკვების ნარჩენების აღმოფხვრაში და მოქმედებს როგორც მუდმივი გამწმენდი საშუალება, რომლებიც პირის ღრუს წმენდს ბაქტერიებისგან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პირის ღრუს უსიამოვნო სუნს იწვევს გაუწყლოება, ნერწყვის ნაკლებობა.  წყალი შეიცავს ჟანგბადსა და ფერმენტებს, რომლებიც ებრძვის ბაქტერიებს.

3. შავი ჩაი

შავი ჩაი შეიცავს პოლიფენოლს, რომელიც პასუხიმგებელია პირის ღრუში არესებული ბაქტერიების აღმოფხვრაზე. მიიღეთ დღის განმავლობაში 2 ფინჯანი უშაქრო ჩაი და თქვენი ბაქტერიული ფლორა დაარეგულირებს მჟავიანობის პროცესს, მთლიანად აღმოფხვრის უსიამოვნო სუნს.

4. ლიმონი, ფორთოხალი, ლაიმი, კივი, გრეიფრუტი

მოცემული ხილი საუკეთესო ვარიანტია პირის ღრუს პრობლემათა გადასაჭრელად. უნდა გვახსოვდეს, რომ წყურვილი ნერწყვის ნაკლებობის გამო აშრობს პირს. მოცემული ხილი ხელს უწყობს ნერწყვის წარმოქმნას. მიიღეთ ისინი ჭამიდან ჭამამდე შუალედში. შეგიძლიათ მოამზადეოთ სასმელები. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად სასმელს დაამატეთ ცოტა დარიჩინი.

5. პიტნის ჩაი

აიღეთ პიტნისა და სალბის რამდენიმე ფოთოლი, დაასხით ფინჯანი ადუღებული წყალი და დააყოვნეთ გაგრილებამდე. საუზმის წინ, ყოველდღიურად მიიღეთ ფინჯანი პიტნისა და სალბის ნაყენი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალებები და გაიუმჯობესეთ სუნთქვა.