ადამიანის ორგანიზმი ძალიან რთული სისტემაა, რომელშიც უამრავი სხვადასხვა პროცესი და რეაქცია მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, თავს იჩენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც.
ერთ-ერთი ყველაზე საშიში პრობლემაა, პარაზიტული ინფექციები. უამრავი სახეობის პარაზიტი არსებობს. განსხვავდებიან ისინი ფორმისა და ზომის მიხედვით. მათი სიგრძე შეიძლება რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე მეტრამდე აღწევდეს.
პარაზიტები ანადგურებენ ნაწლავის კედლებს, აფერხებენ საჭმლის მონელებას, შთანთქავენ სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს და საფრთხეს უქმნიან ჩვენს ჯანმრთელობას.
სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივესი ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს ხალხური მედიცინიდან, რომლის წყალობითაც შეძლებთ ნაწლავების პარაზიტებისგან გაწმენდას.
გამწმენდი ნააყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 3 კბილი ნიორი
- 1 ჩ. ჭ. ცხელი წყალი
მომზადების წესი:
წყალი აადუღეთ, ოდნავ გააგრილეთ და დაასხით დაჭრილ ნიორს, ფინჯანს დაახურეთ და დააყოვნეთ მთელი ღამით.
ნაყენი მიიღეთ დილით უზმოზე. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 3 დღე. გისურვებთ ჯანმრთელობას!