ვაშლის ძმარი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც უძველესი დროიდან გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემათა მოსაგვარებლად.
ძმარი შეიძლება დამზადდეს პრაქტიკულად ნებისმიერი ნახშირწყლისგან, რომლებიც ექვემდებარება ფერმენტაციას, მაგალითად: ვაშლი, ყურძენი, ჭარხალი, ქოქოსი, კარტოფილი და ა.შ.
გაუფილტრავი, დაუმუშავებელი ძმარი შეიცავს ამინომჟავაზე დაფუძნებულ ნივთიერებას, რომელიც პასუხისმგებელია მის სასარგებლო თვისებებზე.
ძმარი შეგიძლიათ მრავალი დანიშნულებით გამოიყენოთ. ამჯერად, ვისაუბრებთ ვაშლის ძმარზე როგორც უძლიერეს სამკურნალო საშუალებაზე. გამოიყენეთ ვაშლის ძმარი და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა. ეს მადლიანი სითხე საოცრებებს ახდენს კოსმეტოლოგიური ხაზითაც.
ვაშლის ძმრის სარგებლის მისაღებად ყოველდღიურად უნდა მიიღოთ ფინჯანი წყლისა და 1-2 ჩ. კ. ვაშლის ძმრის ნარევი.
1. ეფექტურად ასუფთავებს პარანასალურ სინუსებს
კურნავს სინუსიტს და გაგითავისუფლებთ სასუნთქ გზებს, რადგან შლის ლორწოს და ხელს უწყობს მათი ბუნებრივი გზით გამოდევნას.
2. ყელის ტკივილი
თუ ყელში გამოივლებთ ანტიბაქტერიული თვისებებით გაჯერებული ვაშლის ძმრისა და წყლის ნარევს თავს დააღწევთ ყელის ტკივილს.
3. სეზონური ალერგია
ჯანმრთელი ბაქტერიები, რომლებიც ვაშლის ძმარშია აძლიერებს იმუნიტეტს, აგრეთვე უზრუნველყოფს ჯანსაღ ლიმფურ დრენაჟს და ამცირებს სეზონური ალერგიის გამოვლენას.
4. წმენდს ნაწლავებს
მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად ვაშლის ძმარი ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა. ის აუმჯობესებს ნაწლავის ფუნქციონირებას და აგარიდებთ საჭმლის მონელების პრობლემებს.
5. მჟავე რეფლუქსია
ნაწლავების სპაზმების დასამშვიდებლად და კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად უნდა მიიღოთ 1 ს/კ ვაშლის ძმრისა და ფინჯანი წყლის ნარევი.
6. გულის ჯანმრთელობა
ვაშლის ძმარი აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას, ვინაიდან მის შემადგენლობაში შემავალი ქლოროგენის მჟავა აფერხებს დაჟანგვას და ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.
7. კანის გაღიზიანება
ვაშლის ძმრის გამოყენება დაგეხმარებათ კანის ისეთი დაავდებების სიმპტომების შემსუბუქებაში, როგორიცაა შხამიანი სურო. დღეში 3-4-ჯერ შეიზილეთ დაზინებულ ადგილებზე სამკურნალო სითხე და შედეგიც არ დააყოვნებს.
8. წონის დაკარგვა
ვაშლის ძმრის შემადგენლობაში არსებული ძმარმჟავა განაყრებთ. ამრიგად, მცირდება მოხმარებული საკვების რაოდენობა.
9. ფეხის უსიამოვნო სუნი
ფეხის უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიების გასანადგურებლად და მოსალოდნელი ინფექციების თავიდან ასაცილებლად გაიკეთეთ ვაშლის ძმრის აბაზანები. აბაზანები მოგიხსნით ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას.
შეგიძლიათ, შეიზილოთ ვაშლის ძმარი ფეხებზე, სამოქმედოდ დაიყოვნოთ რამდენიმე წუთი. ვაშლის სიდრი შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის დასაბანად.
10. პირის ღრუს სავლები
კბილების გასათეთრებლად და პირის ღრუს უსიამოვნო სუნის აღმოსაფხვრელად 1 ს. კ. ვაშლის ძმრისა და ფინჯანი წყლის ნარევი საუკეთესო საშუალებაა. სავლები გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!