ნატურალური ნიღაბი ანტიასაკობრივი ეფექტით, რომელიც ბოლო დროს ჩემს ფავორიტად იქცა

ნაოჭები არასასურველი ხაზებია, რომელიც შიშის ზარს სცემს მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს. ამ ტიპის პრობლემის სამკურნალო საშუალებები მერყეობს ძვირადღირებული მალამოებიდან ბოტოქსის გამოყენებამდე.

შემოგთავაზებთ ნატურალური ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ნაოჭების ბუნებრივი, უსაფრთხო და უმტკივნეულო გზით გასწორებას. ნიღაბის ძირითადი ინგრედიენტია კაკაოს ფხვნილი.

კაკაო ებრძვის კანის დაბერებას, ატენიანებს და კვებავს მას. ის ებრძვის კანზე არსებულ ინფექციებსა და ბაქტერიებს, ხდის მას ჯანსაღს, გლუვს, ელასტიურს და ხავერდოვანს. კაკაო ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, კანს ანიჭებს სიმკვრივეს. სხვა ინგრედიენტებთან კომბინაციით კიდევ უფრო ძლიერდება კოლაგენის გამომუშავება. ნიღაბი ამცირებს კანზე სიბერის ნიშნებს და ხელს უშლის ახალი ნაოჭების გაჩენას.

დარიჩინი ამცირებს გაფართოებულ ფორებს, რის გამოც ეს რეცეპტი შესაფერისია როგორც ცხიმიანი, ასევე მშრალი კანისთვის. თაფლი წმენდს, ატენიანებს და აახალგაზრდავებს კანს.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დარიჩინის ფხვნილი ან ძირტკბილას ფესვის ფხვნილი 1 ჩ/კ
  • ავოკადო ¼ ან ხაჭო 1 ს/კ ან 1 კვერცხის გული
  • თაფლი 1 ჩ/კ
  • კაკაო 1 ჩ/კ
  • ქოქოსის ან ზეითუნის, ან სელის ზეთი ½ ჩ. კ.

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ, სანამ არ მიიღებთ  რბილ ბლანტ ნარევს. ნიღაბი გამოიყენეთ ძილის წინ. მზა მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 25 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ ძილის წინ, კვირაში 2-ჯერ.

გამოიყენეთ შემოთავაზებული ნიღაბი და თქვენი კანი  სილამაზისგან იბრწყინებს.