ყველაზე მარტივი და გემრიელი ნამცხვარი კეფირზე, რომელსაც ხშირად ვამზადებ

შემოგთავაზებთ კეფირის ბაზაზე მომზადებული რბილი და უგემრიელესი დესერტის რეცეპტს. პეროგი უმარტივესი მოსამზადებელია. ცოტაოდენი ძალისხმევა და რამდენიმე წუთში თქვენს სამზარეულოს საოცარი სურნელი  მოიცავს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 200 გრ ფქვილი
  • 200 მლ ზეთი
  • 150 გრ შაქარი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 1 ჩ. ჭ. კეფირი
  • 1 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • ვანილი

მომზაების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ ზეთი, კეფირი, ვანილი.
  2. ფქვილისა და გამაფხვიერებლის ნარევი ნელ-ნელა დაამატეთ კვერცხიან მასას. მიიღებთ თხელ, არაჟნისებურ მასას. სურვილისამებრ დაამატეთ ქიშმიში ან დაჭრილი ნიგოზი.
  3. საცხობ ფორმას (22 სმ დიამეტრის)  წაუსვით ზეთი, გადაიტანეთ მზა მასა და თანაბრად გაანაწილეთ.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-35 წუთი.

თბილ პეროგს მოაფრქვიეთ შაქარის ფხვნილი და გემრიელად მიირთვით.