შემოგთავაზებთ უამრავი ვიტამინთა და მინერალით გაჯერებული უაღრესად ნოყიერი და ჯანსაღი საუზმის რეცეპტს, რომელიც უზრუნველყოფს თმის სწრაფად ზრდას და სახის კანს უნარჩუნებს სილამაზეს.
ეს საშუალება არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას აძლიერებს იმუნურ სისტემას და წმენდს ნაწლავებს.
გამოიყენეთ ნარევი და დაივიწყეთ ყაბზობა, სიმსუქნე. 1 თვის განმავლობაში დაკარგავთ 2,5 კილოგრამამდე. ნარევი განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს მუცლის მიდამოებში არსებულ ცხიმებზე.
ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შავი ქლიავი 5-7 ცალი
- შვრიის ფანტელი 2 ს. კ.
- კეფირი ან მაწონი 1 ჩ. კ.
- სელის ზეთი 1 ს. კ.
- კაკაო 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- საუზმე მოამზადეთ საღამოს. შავ ქლიავს დაასხით 100 მლ ადუღებული წყალი და 10-15 წუთით გააჩერეთ. ცალკე თასში მოათავსეთ კაკაო, სელის ზეთი, შვრიის ფანტელი და აურიეთ.
- დაჭრილი შავი ქლიავი დაამატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს, კარგად აურიეთ და შედეთ მაცივარში.
დილით გემრიელად მიირთვით სასარგებლო საუზმე და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.