ხორცით გაჯერებული ბლინების ტორტის რეცეპტი

ძვირფასო დიასხლისებო, ალბათ, მუდმივად ფიქრობთ, რა მოამზადოთ, რით ასიამოვნოთ თქვენს ოჯახის წევრებს. შემოგთავაზებთ ხორცის არომატით გაჯერებული ბლინების ტორტის რეცეპტს.

ბლინების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2 ცალი კვერცხი
  • 1 ჩ. ჭ. რძე
  • 1,5 ჩ. ჭ. ფქვილი
  • 1 ჩ. კ. კარაქი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ჩ. კ. შაქარი

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 500 გრ გატარებული ხორცი
  • 1 თავი ხახვი
  • სიმინდის მარცვლების კონსერვი ½ ქილა
  • 50 გრ ყველი
  • მარილი, შავი პილპილი და სანელებლები გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ამზადებთ ბილინებს. მოცემული ინგრედიენტები ათქვიფეთ და გამოაცხვეთ ბლინები.
  2. შიგთავსის მოსამზადებლად ხორცი ხახვთან ერთად გაატარეთ და მოთუშეთ. მზა ფარში შეაზავეთ მარილით, შავი პილპილით. გააგრილეთ, დაამატეთ გახეხილი ყველი, სიმინდი, აურიეთ და უგემრიელესი შიგთავსიც მზად არის.
  3. ლანგრის შუაში დადეთ ბლინი და თანაბრად გაანაწილეთ მასზე, დაახლოებით 2-3 ს. კ. შიგთავსი, შემდეგ ისევ_ბლინი და ასე ამზადებთ ფარშის  ამოწურვამდე. ზედა ფენა უნდა იყოს  ბლინი და ეცადეთ გვერდებიც დარჩენილი ბლინებით ლამაზად დაფაროთ.

ერთი საათი გააჩერეთ, არომატები ერთმანეთს გაუჯდება და შემდეგ  გემრიელად მიირთვით!