კილოგრამობით მავნე ნარჩენს მოიშორებთ, თუ მარტივ საშინაო რეცეპტს გამოიყენებთ. თავს ისე თავისუფლად იგრძნობთ, როგორც არასდროს

385

ყაბზობა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რომელიც მრავალ დისკომფორტს გიქმნით. აუცილებელია მსხვილი ნაწლავის პერიოდულად გაწმენდა. ამ გზით შეძლებთ ორგანიზმიდან შხამების გამოდევნას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის აღმოფხვრას.

შემოგთავაზებთ გამწმენდი სასმელის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც 1 დღეში შეძლებთ ნაწლავების გაწმენდას.

აირჩიეთ ისეთი დღე, როდესაც არ გიწევთ სახლიდან გასვლა და  ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ბუნებრივი ინგრედიენტებით მოამზადეთ გამწმენდი სასმელი.

დეტოქს სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ჯანჯაფილის წვენი 1 ჩ. კ.
  • ორგანული ვაშლის ძმარი ნახევარი ჩ. კ.
  • ლიმონის ახალგამოწურული წვენი 2 ს. კ.
  • ზღვის მარილი ნახევარ ჩაის კოვზამდე
  • გაწმენდილი (გადადუღებული ან გაყინული) თბილი წყალი ნახევარი ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

წყალი გააცხელეთ იმ ტემპერატურამდე, რომ დალევა შეძლოთ, არ აადუღოთ. გადაასხით ჭიქაში, დაამატეთ მარილი და მოურიეთ.

შემდეგ დაამატეთ ვაშლის ძმარი, ჯანჯაფილისა და ლიმონის წვენი, მოურიეთ და სამკურნალო ნარევი მზად არის.

მიღების წესები:

მოცემული საშუალება დალიეთ მომზადებისთანავე. მიიღეთ დღეში 3-ჯერ. ამზადებთ ახალ-ახალს. პირველი დოზა დალიეთ დილით, უზმოზე, შემდეგ_ სადილისა და ვახშმის წინ.

გამწმენდი სასმელი შეგიძლიათ გამოიყენოთ საჭიროების მიხედვით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!