ღრმა ნაოჭები, გამონაყარი და ლაქები თვალსა და ხელს შუა რომ შემცირდეს, გამოიყენეთ ხელმისაწვდომი საშინაო საშუალება

შემოგთავაზებთ კანის მოვლის უძლიერესი საშუალების რეცეპტს, რომელიც აქტიურად გამოიყენება ნაოჭების, აკნესა და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ. მოცემული საშუალება გაჯერებულია ეთერზეთებით, ვიტამინებითა და მინერალებით, შეიცავს დიდი რაოდენობით მანგანუმსა და მაგნიუმს.

შემოთავაზებული საშუალება გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების, გაციების, გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებების, თირკმელების დაავადებების, თვალის ანთების სამკურნალოდ, დიაბეტის სიმპტომების შესამსუბუქებლად და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემათა მოსაგვარებლად.

ძლიერი და აღმდგენი თვისებების წყალობით სამკურნალო ნარევი აახალგაზრდავებს და არბილებს კანს, გაგათავისუფლებთ გამონაყარისგან, აღიავებს ასაკობრივ ლაქებსა და ჭორფლებს, მოგაშორებთ შავ წერტილებს, წმენდს კანს ცხიმისგან და ახშობს ფორებს.

ნარევი გამოიყენება როგორც გარეგანი გზით, ისე შინაგანი. ამჯერად, რეცეპტთან ერთად შემოგთავაზებთ მისი გარეგანი გამოყენების წესებს.

ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წვრილად დაჭრილი ხმელი ან ნედლი ოხრახუში 2 ს. კ.
  • ლიმონის ან ფორთოხლის, ან კივის წვენი 1 ს. კ.
  • გაფილტრული წყალი 200 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. წყალი აადუღეთ, დაამატეთ ოხრახუში და 3-5 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. მზა ნახარში გააგრილეთ, გადაწურეთ სუფთა ქილაში (გამოსაყენებლად ვარგისია 7 დღე, აუცილებლად  შეინახეთ მაცივარში).
  2. აიღეთ ნახარშის 2 ს. კ. დაამატეთ ლიმონის ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი მოცემული ინგრედიენტის წვენი და აურიეთ.
  3. ნიღაბი, ძილის წინ, დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. ნიღაბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ და თხელ ფენად შეიზილეთ ქოქოსის ან ნუშის ზეთი.

მოცემული საშუალება ეფექტურად წმენდს კანს, აუმჯობესებს ტონს, ამცირებს ფორებს, არბილებს კანს, აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას, მოგაშორებთ კანზე არსებულ აკნესა და სიწითლეს. რამდენიმე დღის შემდეგ შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.