ორგანიზმის სრულ დეტოქსიკაციაში მარტივი აბაზანა ძალიან დაგეხმარებათ

ჩვენი ცხოვრება სავსეა სტრესით. გარდა ამისა, ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვები, წყალი, ჰაერი შეიცავს დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებას. ადამიანის ორგანიზმი გარემო ფაქტორების ზემოქმედებაზე თავისებურად რეაგირებს და გრძნობს დაღლას, სისუსტეს, იმატებს მგრძნობელობა ვირუსებისა და მიკრობებისადმი.

მოცემული პრობლემებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და ორგანიზმის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის, აუცილებელია, მისი რეგულარულად გაწმენდა და იმუნური სისტემის გაძლიერება.

არსებობს ლურჯ-მწვანე წყალმცენარე, სპირულინა, რომელიც უამრავი სამკურნალო თვისებით არის გაჯერებული და კვებას ორგანიზმს. მათი დახმარებით მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას. სპირულინა არის ანტიოქსიდანტების, ამინომჟავების, ვიტამინებისა და მინერალების მდიდარი წყარო, შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: B1, B2, B3, B6, B9, აგრეთვე შეიცავს მანგანუმს, რკინას, სპილენძს, თუთიას, E ვიტამინს.

სპირულინას წყალობით მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შემდეგ პრობლემებს:

  1. სპირულინა ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას, აგრეთვე გაგათავისუფლებთ კანდიდოზისგან.
  2. არეგულირებს ორგანიზმის PH ბალანს.
  3. არეგულირებს სისხლში შქრის დონეს.
  4. ასწრაფებს წონაში დაკლებას, გიქმნით სისავსის შეგრძნებას და გიქვეითებთ მადას.
  5. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.
  6. კალციუმის ბუნებრივი წყაროა. 1 ჩ. კ. გამხმრი სპირულინა ორგანიზმს აწვდის 8 მგ კალციუმს.
  7. ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებაა.
  8. ამაგრებს ძვლებს, კბილებს, ფრჩხილებს, აგრეთვე ამცირებს ართრიტის სიმპტომებს.
  9. აუმჯობესებს თირკმელების ფუნქციონირებას.
  10. შეიცავს ქლოროფილს, რომელიც წმენდს სისხლს მძიმე მეტალებისგან და სხვა მავნე ნივთიერებებისგან.
  11. შეიაცვს ისეთ ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა ბეტა-კაროტინი, ფიტოციანინი, რომლებიც იცავს უჯრედებს დაზიანებისგან, რითაც მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.
  12. შეიცავს შეუცვლევ გამა-ლინოლეინის მჟავას, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო ძლიერი ეფექტი.
  13. აძლიერებს იმუნურ სისტემას, აგრეთვე არეგულირებს სისხლის წნევას.
  14. შეიცავს ლინოლინის მჟავას, რომელსაც აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
  15. მოგიხსნით დაღლილობის შეგრძნებას, აღგავსებთ ენერგიით.
  16. შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, სწორედ ამიტომ, აქტიურად გამოიყენება ანემიის დროს.

სპირულინას აბაზანები მოგიხსნით კუნთების ტკივილს, დაღლილობას, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ებრძვის გრიპსა და გაციებას, გამოდევნის ორგანიზმიდან მარილებსა და მავნე ტოქსინებს. შედეგად ორგანიზმი უკეთ ითვისებს საკვებ ნივთიერებებს.

სპირულინას გამწმენდი აბაზანის მოსამზადებლად აიღეთ:

50 გრ სპირულინა, გახსენით 1 ჩ. ჭ. თბილ წყალში, დაამატეთ 5 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი და 70-100 გრ მაგნიუმის სულფატი. სპირულინა და მაგნიუმის სულფატი შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში.

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, დაამატეთ თბილი წყლით სავსე აბაზანას და 15-20 წუთი ისიამოვნეთ, ამავე დროს მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა.