დესერტი ფქვილითა და მანის ბურღულით, რომელიც გასინჯვისთანავე შეგიყვარდებათ

შემოგთავაზებთ უგემრიელესი, უნაზესი, ჰაეროვანი და ფუმფულა დესერტის რეცეპტს, რომელიც ფქვილისა და მანის ბურღულის კომბინაციითა მომზადებული. დამერწმუნეთ, კარამელით გაჯერებული ეს საოცრება თქვენი უსაყვარლესი დესერტი გახდება.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: მანის ბურღული 150 გრ., ცხიმიანი ნაღები ან არაჟანი 3,5 ს. კ., კვერცხი 4 ცალი, შაქარი 150 გრ., ფქვილი 150 გრ., ვანილი, გამაფხიერებელი ან სოდა 1 ჩ. კ., კარაქი 3 ს.კ., შაქარი 7 ს. კ., წყალი 100 მლ. თეთრი შოკოლადი.

მომზადების წესი: კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ ნაღები, დარბილებული კარაქი და აურიეთ. მიღებულ ერთგვაროვან მასას დაამატეთ ვანილი, სოდა და თანდათან შეაზილეთ მანი და გაცრილი ფქვილი. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ დარიჩინი, ლიმონის ცედრა.

მოამზადეთ სახობი ფორმა, ჩააფინეთ პერგამენტი, ჩაასხით  ცომი და თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელი გააცხელეთ 150 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი. ნამცხვარი გაგრილების შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან.

კარამელის მომზადება: აიღეთ სქელძირიანი ქვაბი, ჩაყარეთ  შაქარი, დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ თანდათან დაასხით წყალი, ურიეთ და შაქარი კარგად გაადნეთ. მომზადებული კარამელი გადაასხით ნამცხვარს. თეთრი შოკოლადი გაადნეთ და თქვენი სურვილისამებრ მორთეთ დესერტი.

მოამზადეთ მსუბუქი და უგემრიელესი კარამელიანი დესერტი და გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები.