ბანანის ნამცხვარის მარტივი რეცეპტი. 30 წუთში სუფრაზე არნახულად გემრიელი დესერტი გექნებათ

შემოგთავაზებთ უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს. ღვეზელი უმარტივესი მოსამზადებელია. რამდენიმე წუთში შეძლებთ, ბანანის არომატით გაჯერებული დესერტის ჩაისთან ერთად მირთმევას.

ბანანის ღვეზელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 150 გრ ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 3-4 ბანანი
  • 1 ჩ. ჭ. შაქარი
  • 75 გრ კარაქი
  • 1 ჩ. კ. საფუარი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი შაქართან ერთად კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ გამდნარი კარაქი, ფქვილი, საფუარი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. პატარა ნაჭრებად დაჭრილი ბანანი დაამატეთ ცომს და ნაზად აურიეთ.
  3. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, გადაიტანეთ ცომი და თანაბრად გაანაწილეთ.

ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი. გემრიელად მიირთვით!