ნამდვილი სასწაული: დედამ შვილის კრემაციის უფლება არ მისცა, რადგან მის თვალებზე ცრემლი შენიშნა

ჯერ კიდევ 21-ე საუკუნეში, ჩვენ იძულებულები ვართ ვაღიაროთ, რომ ექიმები კვლავ უშვებენ შეცდომებს. პირველ რიგში, ეს ადამიანური ფაქტორითაა განპირობებული, თუმცა თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებები მძლავრი თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, რათა პაციენტის ზუსტი დიაგნოზი დაადგინონ. შეერთებულ შტატებში, სამედიცინო შეცდომებით გამოწვეულ სიკვდილი მესამე ადგილია სიკვდილის მიზეზებს შორის, და წელიწადში, დაახლოებით, 250 ათასი ასეთი შემთხვევაა.

ინდოეთში ცნობილი გახდა, რომ 18 წლის ცოცხალი ბიჭის კრემაციას აპირებდნენ, რადგან მას გარდაცვლილად თვლიდნენ. პაციენტი საავადმყოფოში მაღალი სიცხით და პირღებინებით მოხვდა, ეჭვობდნენ, რომ მას ჰეპატიტი ჰქონდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მისი მდგომარეობა გაუარესდა და იგი კომაში ჩავარდა. ერთი კვირის შემდეგ, ექიმებმა ახლობლებს ბიჭის უიმედო მდგომარეობის შესახებ აცნობეს, უთხრეს, რომ ტვინმა ფუნქციონირება შეწყვიტა, თუმცა დედამ სახლში გადაიყვანა და  არ სურდა მისი შვილის აპარატიდან გათიშვა.

ოჯახი და ახლობლები ბიჭს კრემაციისთვის ამზადებდნენ, როდესაც დედამ თვალების კუთხეებში ცრემლი დაინახა. ექიმი იძულებული გახდა გადაემოწმებინა და აღმოჩნდა, რომ მას გული უცემდა. ბიჭი საავადმყოფოში დააბრუნეს და სამი დღის შემდეგ ცნობიერება დაუბრუნდა, თუმცა სუსტად იყო.

უნდა ვაღიაროთ, რომ არავინ არაა სამედიცინო დაუდევრობისა და შეცდომებისგან დაცული. შეგვიძლია რამდენიმე რჩევა მოგცეთ თუ მკურნალობის გრძელი და სერიოზული კურსი გაქვთ:

  • დარწმუნდით, რომ თქვენი ექიმი გამოცდილია;
  • შეამოწმეთ და გაარკვიეთ, რომელი პროცედურები და წამლებია თქვენთვის საჭირო, და რა წერია თქვენს სამედიცინო ისტორიაში;
  • ყურადღებით წაიკითხეთ მითითებული მედიკამენტების ანოტაციები;
  • კარგად გაარკვიეთ, რა სახის ოპერაცია გჭირდებათ და რომელ ორგანოს შეექმნება საფრთე.

ვიმედოვნებთ, რომ თქვენი და თქვენი ოჯახი ახლა კარგ მდგომარეობაში ხართ და ასეც იქნება სულ. გისურვებთ ჯანმრთელობას!

ეს სტატია მხოლოდ ინფორმაციული მიზნებისთვისაა. ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას და, ნებისმიერ შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია კვალიფიციურ სამედიცინო პროფესიონალთან. რედაქცია აარ იღებს პასუხისმგებლობას იმ ზიანისთვის, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სტატიაში მოცემული ინფორმაციის გამოყენების შედეგად.