ყველა ადამიანის სურვილია, ჰქონდეს ჯანსაღი და ლამაზი კანი გამონაყარის, ლაქებისა და ნაოჭების გარეშე.
კანი ადამიანის ყველაზე დიდი და დაუცველი ორგანოა, რომელიც ყოველდღიურად განიცდის ისეთი გარემო ფაქტორების ზემოქმედებას, როგორიცაა მზე, ბაქტერიები, მტვერი, ჭუჭყი და იცავს ორგანიზმს დაავადებებისგან. თითოეული ადამიანი ვალდებულია იზრუნოს დამცავ ორგანოზე, რათა აირიდოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
კანის მოვლის საშუალებათა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელნაკეთი ნიღბები, მალამოები, სკრაბები, რომელთა შემადგენლობა დატვირთულია უმარტივესი და ბიუჯეტური პროდუქტებით.
სტატიაში შემოგთავაზებთ ნაოჭების, კანზე მიმდინარე ანთებითი პროცესებისა და ლაქების საწინააღმდეგო ნიღაბის რეცეპტს.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1-2 აბი ასპირინი
- 1 ს. კ. თაფლი
- წყალი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- პირველ რიგში, ასპირინი წმინდად დაფხვენით, დაამატეთ ცოტა წყალი ისე, რომ მიიღოთ პასტისებური მასა, შემდეგ დაამატეთ თაფლი და საფუძვლიანად აურიეთ.
- ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და თხელ ფენად შეიზილეთ, მოერიდეთ თვალის გარშემო ადგილებს.
- ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი, ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- მოცემული საშუალება გამოიყენეთ კვირაში 3-ჯერ.
ასპირინისა და თაფლის ნაზავი მთლიანად გარდაქმნის თქვენს კანს. სასურველ შედეგს პირველივე გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ.