ეს ის კერძია, რომელიც ძალიან დამეხმარა ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში. პლუს სასარგებლოა გულისა და თვალებისთვის

წონაში დასაკლებად პროდუქტები სწორად უნდა იქნას შერჩეული, არ უნდა იშიმშილოთ და შეუზღუდოთ ორგანიზმს აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიწოდება. საუკეთესო გამოსავალია კალორიების შემცირება. დაამატეთ კვების რაციონს დაბალკალორიული, მაგრამ საჭირო საკვები ნივთიერებით გაჯერებული პროდუქტები.

სტაფილო წონაში დასაკლებად ერთ-ერთი ყველაზე რეკომენდებული საკვებია, რადგან ის აუცილებელი საკვები ნივთიერებების ბუნებრივი წყაროა, ასევე ეხმარება ორგანიზმს გაწმენდის პროცესის გააქტიურებაში. იგი მდიდარია საკვები ნივთიერებებით, რომლებიც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.

როდესაც ვიღებთ ნაკლებ კალორიებს, გვიჭირს ორგანიზმის ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ამ პრობლემის დასაძლევად აუცილებეილია საკვები ნივთიერებებით მდიდარი, მაგრამ დაბალკალორიული საკვების მიღება. სწორედ ამიტომ, სტაფილო საუკეთესო ვარიანტია.

იხილეთ სტაფილოს სარგებელი წონის დასაკლებად და ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის:

  1. სტაფილოს შემდაგენლობა დატვირთულია ბოჭკოებით, რომლებიც ამცირებს გულის დაავადებათა რისკს და აგარიდებთ მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების საფრთხეს.
  2. სტაფილოს შემადგენლობაში შემავალი კალიუმი ეწინააღმდეგება ნატრიუმის უარყოფით გავლენას არტერიულ წნევაზე, ხოლო C ვიტამინი აუცილებელია კოლაგენის საწარმოებლად და ჭრილობების შესახორცებლად.
  3. ვიტამინი A საჭიროა ჯანსაღი იმუნიტეტისა და უკეთესი მხედველობისთვის. სტაფილოს შემადგენლობაში შემავალი K ვიტამინი სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობისთვის.
  4. ფინჯანი დაჭრილი სტაფილო შეიცავს 50 კალორიას, ამავე დროს, იმავე რაოდენობის სტაფილო შეიცავს ბოჭკოების ყოველდღიური ნორმის 14%, 390 მლ კალიუმს, 7,2 მგ ვიტამინ C-ს და 16,1 მკგ K ვიტამინს.
  5. სტაფილოს აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი. ბოჭკოების მაღალი შემცველობისა და დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების მიღებით შესაძლებელია ბევრად მეტი კილოგრამების დაკარგვა, ვიდრე ჩვეულებრივი დიეტებით.

კერძები უნდა შეიცავდეს 100-200 კალორიას. შეგიძლიათ მიირთვათ სტაფილო (დაჭრილი, დაახლოებით 2 ფინჯანი) ჰუმუსთან ერთად. ჰუმუსის დამატებით თქვენს კერძს გააჯერებთ პროტეინებით და საჭმელს უფრო გემრიელს და ჯანსაღს გახდით. მოცემული კერძის წყალობით დაიკლებთ წონაში, გაიმაგრებთ ძვლებს, თმებს, გულს, აფერხებს  თრომბოზის განვითარებას, ანემიას, გასტრიტს, წყლულებს და კიდევ სხვა დაავადებებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!