გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ორგანიზმის გაწმენდა მისი ჯანმრთელობისა და სრულყოფილად ფუნქციონირების გასაღებია.
ორგანიზმის გასაწმენდად და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის მოსაგვარებლად კი ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ხელნაკეთი საშუალებები საუკეთესო ვარიანტია.
სტატიაში ვისაუბრებთ სამკურნალო თვისებებით გაჯერებულ ბოსტნეულზე, რომლის დახმარებითაც შეძლებთ
მხედველობის აღდგენას, ცხიმებისგან გაწმენდას, ღვიძლის ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ნაწლავების გაწმენდას.
ბევრი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა ძალიან კარგია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით სასარგებლოა. მაგალითად, ჭარხალი.
ჭარხალი ბუნების ნამდვილი საოცრებაა, რომელიც გაჯერებულია უამრავი საკვები ნივთიერებით. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოებს, ვაშლისა და ლიმონის მჟავას, B ჯგუფის ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს, ამინომჟავებს.
შემოგთავაზებთ ჭარხლის ბაზაზე მომზადებული გამწმენდი სასმელის რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ სისხლის, ღვიძლისა და ნაწლავების გაწმენდას, მხედველობის აღდგენას.
სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ჭარხალი 1 ცალი
- სტაფილო 2 ცალი
- ფორთოხალი 4 ცალი
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები გათალეთ, დაჭერით კუბიკებად და წვენი გამოწურეთ წვენსაწურის საშუალებით ან დააბლენდერეთ და შემდეგ გამოწურეთ.
სასმელი მიიღეთ მომზადებისთანავე. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ ეფექტური შედეგის მიღებამდე. პეროპდულად შეგიძლიათ დაისვენოთ ხოლმე.
- შემოთავაზებული სასმელი გაჯერებულია ბეტაინით, ტრიპტოფანით, რომლებიც აძლიერებს ტვინის აქტივობას.
- სასმელი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს.
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
მოამზადეთ უმარტივესი ხელნაკეთი საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!