თევზის ეს რულეტები სადღესასწაულო სუფრის ნამდვილი მშვენებაა. მზადდება მარტივად, არის უგემრიელესი

შემოგთავაზებთ წითელი თევზის უგემრიელესი შიგთავსით მომზადებული რულეტების რეცეპტს, რომელიც თქვენი  სადღესასწაულო სუფრის ნამდვილი მშვენება იქნება. თხელ, სიფრიფანა ბლინებში გადახვეული თევზი ძალიან გემრიელია  და მიმზიდველი.

ბლინების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 4 ცალი
  • რძე 500 მლ
  • მარილი მწიკვი
  • ზეთი 50 მლ
  • შაქარი 1 ს. კ.
  • სოდა მწიკვი
  • ფქვილი 180-200 გრ
  • მსუბუქად დამარილებული წითელი თევზი 300 გრ
  • მაიონეზი 3 ს. კ.
  • რეჰანისა და ორეგანოს (თავშავა) ნარევი 1 ჩ. კ.
  • ოხრახუში 50 გრ
  • კრემ-ყველი (თქვენთვის ხელმისაწვდომი) 300 გრ

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ამზადებთ ბლინებს. ათქვიფეთ კვერცხი, რძე, ზეთი, შაქარი, მწიკვი მარილი და სოდა.
  2. მიღებული მასა გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს დაამატეთ ფქვილი და აურიეთ. მიიღებთ სქელ მასას. შემდეგ დაასხით რძიანი მასის მეორე ნაწილი და კარგად აურიეთ. მიიღებთ თხელ ცომს და აცხობთ ბლინებს.
  3. ამზადებს შიგთავსს. აურიეთ ყველი, მაიონეზი, ორეგანოსა და რეჰანის ნარევი. მიღებული მასა თხელ ფენად წაუსვით თითოეულ ბლინს, შემდეგ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
  4. წითელი თევზი დაჭერით გრძელ თხელ ნაჭრებად (ბლინის სიგრძეზე) და გაანაწილეთ ერთ კიდეზე. შემდეგ ბლინი  რულეტივით გადაახვიეთ (ახვევთ მჭიდროდ).
  5. თითოეული ბლინი გაყავით ორ ნაწილად, ჩაჭერით ოდნავ გვერდულად.
  6. შეგიძლიათ მოამზადოთ სამარხვო რულეტებიც. ბლინები მოამზადეთ წყალზე, უკვერცხოდ. ინგრედიენტების ჩამონათვალიდან ამოიღეთ ყველი, დაგჭირდებათ შედარებით მეტი რაოდენობის სამარხვო მაიონეზი და უგემრიელესი სამრხვო კერძიც მზად არის.

კერძის გაფორმება თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. გემრიელად მიირთვით!