11 ხრიკი, რომელმაც შესაძლოა გამოუვალ მდგომარეობაში თქვენი სიცოცხლე იხსნას.

საგანგებო სიტუაციებში პირველ რიგში მეგობრების და ოჯახის წევრების მიერ მოცემული რჩევები გვახსენდება. თუმცა, ყველაზე ცნობილმა რეკომენდაციებმაც კი შეიძლება სავალალო შედეგი გამოიწვიოს, რადგან ისინი შეიძლება არასწორი იყოს. ამიტომ გთავაზობთ 11 ყველაზე ცნობილ მითს პირველადი დახმარების შესახებ, რომლის შესახებ ინფორმაციის ქონაც სხვების სწორად დახმარებაში შეგიწყობთ ხელს.

დაზიანებულ კანზე ყინულის დადება

ეს სწორი არჩევანია, თუმცა ყინული პირდაპირ კანზე არ უნდა დაიდოთ, რადგან ეს მას დააზიანებს. გაახვიეთ იგი ნაჭერში და დაიდეთ ჭრილობაზე 20 წუთით, შემდეგ მოიშორეთ ყინული და მოიცადეთ 20 წუთი იგივეს გამეორებამდე.

სიცხიანი ადამიანის კანზე ალკოჰოლის და ძმრის შეზილვა

ძმარი და ალკოჰოლი პირდაპირ სისხლში იწოვება. ამიტომ ალკოჰოლმა შესაძლოა ინტოქსიკაცია გამოიწვიოს, ხოლო ძმარმა მჟავიანობის ზედმეტად გაზრდა. ამიტომ სიცხიანმა პაციენტმა თავს ბევრი სითხის დალევით უნდა უმკურნალოს. მოათავსეთ იგი გრილ ოთახში.

გონებადაკარგული ადამიანის აწევა

გონებადაკარგული ადამიანის აყენება ან მისთვის ცივი წყლის შეშხურება სპაზმებს უფრო გააუარესებს. გამოფხიზლების შემდეგ არ მისცეთ მათ ყავის ან ენერგეტიკული სასმელების დალევის უფლება, რადგან კოფეინი მათზე ცუდად იმოქმედებს. გონების დაკარგვის შემდეგ აწიეთ პაციენტის ფეხები მაღლა, გაუხსენით მას ყველა მჭიდროდ შეკრული ღილი და აზრზე მოსვლის შემდეგ არ მისცეთ მას მაშინვე ადგომის უფლება.

კარაქის ან მაწონის წასმა დამწვრობაზე

ასეთ დროს შვებას მხოლოდ ცივ სითხესთან შეხების გამო გრძნობთ. რეალურად ამ პროდუქტების წასმის შემდეგ მათი გაშრობისას კანის ზედაპირზე მტკიცე ფენა იქმნება, რაც თერმულ პროცესებს აუარესებს და სიცხე კანის უფრო ღრმა ნაწილში ჩადის, რითაც დაზიანება უარესდება. ამიტომ სჯობს მოათავსოთ დამწვარი ადგილი ცივ წყალში 15 წუთით. ასევე არ გახეთქოთ წარმოქმნილი გამონაყარი, რადგან ეს ჭრილობას გახსნის და ინფექციის შეჭრის საშიშროება გაიზრდება.

ამოვარდნილი ძვლების ჩასმა

ამან შესაძლოა ძვლის დამატებითი დაზიანებები გამოიწვიოს. მოახდინეთ დაზიანებული სხეულის ნაწილის და მისი უახლოესი 2 სახსარის გამაგრება სახვევებით და გადაიყვანეთ პაციენტი საავადმყოფოში.

ნაღრძობი ფეხის გათბობა

დაჭიმულ კუნთებს თბილი სამოსი ვერ უშველის, თანაც სითბო პირიქით სისხლის მიმოქცევას გააძლიერებს და შეშუპების გაუარესებას გამოიწვევს. ამიტომ პირველ რიგში კანზე ცივი საფენები უნდა დაიდოთ, რადგან ამით ანთებას და ტკივილს შეამსუბუქებთ.

მოწამვლის დროს გულის არევა

ეს ძალიან არასწორი საქციელია თუ მოწამლული ხართ მჟავით, ტუტით ან სხვა კასტიური ნივთიერებებით. მოწამვლის შემდეგ სასწრაფოდ უნდა დაურეკოთ ექიმს.

თვალში ჩავარდნილი უცხო ობიექტის მოშორება

ხელის არასწორი მოძრაობით შეიძლება სერიოზული ტრამვები გამოიწვიოთ. ამიტომ სჯობს ასეთ დროს დაიფაროთ თვალი სახვევით და მიმართოთ ექიმს. მხოლოდ ქიმიური დამწვრობის დროსაა რეკომენდირებული თვალის სასწრაფო გამორეცხვა წყლით.

ჭრილობებიდან ობიექტების ამოღება

შეიძლება ამოიღოთ თითიდან ხიჭვი ან შუშის პატარა ნაჭერი თქვენი ხელიდან, მაგრამ არასდროს სცადოთ სერიოზული ჭრილობიდან ობიექტების ამოღება. ექიმები მათ ჭრილობაში ტოვებენ ოპერაციის დაწყებამდე, რადგან მათი ამოღების დროს შეიძლება სიკვდილის გამომწვევი სისხლდენა დაიწყოს.

ჭრილობაზე მალამოების წასმა

ჭრილობა ჰაერის დახმარებით უფრო ადვილად განიკურნება, თანაც მალამოები არასაჭირო ტენიანობას ანიჭებენ ჭრილობას. ამიტომ სჯობს გაწმინდოთ ჭრილობა ცივი წყლით და საპონით და შემდეგ შეიხვიოთ მშრალი და სუფთა საფენით.

ჭრილობების დახურვა ნაკერებით კანის წებოს მაგივრად

ჭრილობის გაკერვა გრძელი და მტკივნეული პროცედურაა, რომელიც მათი მოშორების პროცედურასაც საჭიროებს. ამის ნაცვლად კანის წებოს წასმა უფრო მარტივი და ეფექტური არჩევანია. მის წასმამდე უნდა შეაჩეროთ სისხლდენა და დახუროთ ჭრილობის კიდეები.