სმენის დაქვეითება და დაკარგვა თავიდან რომ აირიდოთ, იმოქმედეთ მარტივი ინსტრუქციის მიხედვით

არსებობს მოსაზრება, რომ სმენა ასაკთან ერთად უარესდება. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ასაკთან დაკავშირებული სმენის დაქვეითება რეალურად არ არის დაკავშირებული ყურის რაიმე მექანიკურ დისფუნქციასთან.

უფრო მეტიც, ეს დაკავშირებულია იმაზე, თუ როგორ ამუშავებს ტვინი მიღებულ ინფორმაციას.

გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ არასწორი კვება სმენის დაქვეითების გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

გამოყოფენ რამდენიმე საკვებ ნივთიერებას, რომელთა დეფიციტი საგრძნობლად აზიანებს სმენას და ასევე თქვენს კეთილდღეობას. თუ თქვენ რეგულარულად მიიღებთ ამ საკვებ ნივთიერებებს, შეძლებთ არა მხოლოდ სმენის შენარჩუნებას, არამედ გაიუმჯობესებთ მას.

გარდა ამისა, მოცემული ნუტრიენტების მიღებით მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შემდეგ პრობლემებს:  

  • გიცავთ ოქსიდაციური სტრესისგან;
  • ამცირებს თავისუფალი რადიკალებისგან გამოწვეულ დაზიანებებს;
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც მცირდება სისხლძარღვთა; სისტემის პრობლემების შედეგები;
  • აუმჯობესებს ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმს.

დაამატეთ კვების რაციონს შემოთავაზებული საკვები ნივთიერებები და შეინარჩუნეთ სმენა.

1. ვიტამინი A

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ A ვიტამინისა და კაროტინოიდების მაღალი დონის მქონე ადამიანებს არ ემუქრებათ სმენის დაკარგვის საფრთხე.

2. ფოლატი

ფოლიუმის მჟავა ეფექტურია ტინიტუსის, ყურში მუდმივი ხმაურის აღქმა, სამკურნალოდ.

დაამატეთ კვების რაციონს ქორფა, უმი და ორგანული მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული და უზრუნველყავით ფოლიუმის დონის გაზრდა.

ფოლიუმის დონის შესავსებად საუკეთესოა სატაცური, ბროკოლი, ისპანახი, პარკოსნებიდან ოსპი და მუხუდო.

3. თუთია

გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ თუთია შეიძლება სასარგებლო იყოს სმენის უეცარი დაკარგვის სამკურნალოდ. თუთიას აქვს ანტივირუსული თვისებები და ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.

მიიღეთ მაღალცილოვანი პროდუქტები, როგორიცაა საქონლის ხორცი, ზღვის პროდუქტები, გოგრის თესლი, სეზამის მარცვლები, ნუში, სოკო, ისპანახი, კეშიუ. თუთიის საუკეთესო წყაროა ყველი ჩედარი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, დაამატეთ თქვენი კვების რაციონს შემოთავაზებული პროდუქტები და აირიდეთ სმენის დაკარგვის საფრთხე.