თითების სიგრძე მოგვითხრობს ბევრ საინტერესო ფაქტს ჩვენი პიროვნების შესახებ

ადამიანის ორგანიზმი რთულად მოწყობილი სისტემაა. პიროვნების ფიზიკური მახასიათებლებით შეიძლება განისაზღვროს მისი შინაგანი თვისებები. მაგალითად, თითების სიგრძეს შეუძლია სრული სიზუსტით აღწეროს პიროვნების ზოგიერთი თავისებურება.

შეადარეთ თითების სიგრძე

A: უსახელო თითი საჩვენებელ თითზე გრძელია

ადამიანებს, რომელთაც უსახელო თითი უფრო გრძელი აქვთ ვიდრე საჩვენებელი, ამტკიცებს, რომ მათ ტოსტესტერონის მაღალი დონე აქვთ. ეს მიუთითებს, რომ ისინი აგრესიული პიროვნებები არიან და ამავე დროს დიდ წარმატებებს აღწევენ ცხოვრებაში. ისინი პროფესიით არიან ინჟინრები, სამხედრო პირები და ხელმძღვანელები. ქალები, რომელთაც საჩვენებელ თითზე გრძელი უსახელო თითი აქვთ, იწყობენ წარმატებულ კარიერას.

B: საჩვენებელი თითი უსახელო თითზე გრძელია

ადამიანები, რომელთაც საჩვენებელი თითი უსახელო თითზე დიდი აქვთ, გულჩათხრობილები და თავდაჯერებულები არიან, მაგრამ ამას ღიად არ აჩვენებენ. ეს პიროვნებები საქმეს, რომელსაც სჭირდება კონცენტრაცია, კარგად უძღვებიან. მათ არ მოსწონთ გუნდური მუშაობა.

C: საჩვენებელი და უსახელო თითი ერთი სიგრძისაა

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ადამიანები, რომელთაც უსახელო და საჩვენებელი თითის სიგრძე ტოლი აქვთ, ჰარმონიულები და ერთგულები არიან.

პიროვნების თავისებურების დადგენაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. რა თქმა უნდა თითების სიგრძით ვერ განვსაზღვრავთ თუ როგორ მოიქცევა ადამიანი ამა თუ იმ სიტუაციაში.