ყოველდღიური ჩვევები, რომლებიც ნელ-ნელა, ეტაპობრივად სპობს და ანადგურებს ჩვენს ტვინს

ტვინი ადამიანის ორგანიზმის მთავარი ნაწილია, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი სხეულის კონტროლზე. ის ასრულებს ბევრ ფუნქციას და ინახავს დიდი რაიდენობით ინფორმაციას.

ტვინი საკმაოდ მყიფე ორგანოა, ამიტომ ადვილად შეიძლება დაზიანდეს, რასაც შედეგად მოჰყვება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და გართულებები.

შემოგთავაზებთ ყველაზე გავრცელებულ მავნე ჩვევებს, რომლებიც აზიანებს ტვინს.

1. საუზმის გამოტოვება

ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არ საუზმობს. მთელი ღამის განმავლობაში ტვინი ისვენებს და დილით მის გასააქტიურებლად და ნორმალურად ფუნქციონირებისთვის საჭირო არის აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიღება.

საუზმის მუდმივმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დეგენერაცია.

2. უძილობა

უძილობა ასწრაფებს ტვინის უჯრედების სიკვდილს. ძილში ორგანიზმი, განსაკუთრებით ტვინი, აღდგება მთელი დღის განმავლობაში მიღებული სტრესებისგან.

3. შაქრის გადაჭარბებული მოხმარება

შაქარი თითქმის ყველა საკვები პროდუქტისა და სასმელის შემადეგნლობაში შედის.

სამწუხაროდ, შაქრის გადაჭარბებული მოხმარება აფერხებს საასარგებლო საკვები ნივთიერებების შეწოვას, იწვევს  ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, რასაც შედეგად მოჰყვება თავის ტვინის დარღვევების განვითარება.

4. საკვების გადაჭარბებული რაოდენობით მიღება

ზედმეტი საკვების მიღება იწვევს წონაში მატებას, შეშუპებას, ენერგიის დაქვეითებასა და თავის ტვინში არტერიების კედლების გასქელებას.

5. მოწევა

ეს ერთ-ერთი მავნე ჩვევაა. იგი ხელს უწყობს დემენციასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებას, როგორიცაა მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადება.

6. ძილის მანერა

გიყვართ ძილის დროს თავზე საბნის დაფარება?

რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, თურმე ეს მავნე ჩვევა ყოფილა, რადგან ამცირებს ჟანგბადის მოხმარებას და ზრდის ჭარბი ნახშირორჟანგის ჩასუნთქვის რისკს.

7. ჰაერის დაბინძურება

ტვინის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის საჭირო არის დიდი რაოდენობით ჟანგბადი. დაბინძურებულმა ჰაერმა შეიძლება შეაფერხოს ტვინის მუშაობა.

8. დაასვენეთ ტვინი, როდესაც თავს ცუდად გრძნობთ

ადამიანთა უმეტესობა მუშაობს ავადმყოფობის დროსაც. ჯანმრთელობის პრობლემები, უპირველეს ყოვლისა, არის სიმპტომი იმისა, რომ თქვენს სხეულს, განსაკუთრებით ტვინს, დასვენება სჭირდება. თუ თქვენ დასვენების ნაცვლად აიძულებთ ტვინს მუშაობას, ეფექტურობაც მცირდება და შეიძლება სერიოზული  გართულებებიც გამოიწვიოს.

9. საუბრისა და ურთიერთობის ნაკლებობა

კომუნიკაცია ხელს უწყობს ტვინის განვითარებას, ამიტომ  აუცილებელია ადამიანებთან კონტაქტი, ურთიერთობები. ამ გზით შეძლებთ ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და მისი შესაძლებლობების გაზრდას.

10. აზროვნება

აზროვნება ასტიმულირებს ტვინს, აძლიერებს და აუმჯობესებს მის ჯანმრთელობას. ტვინის აქტივობის დაქვეითება ამცირებს კოგნიტურ ფუნქციას.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, უარი თქვით მავნე ჩვევებზე, იყავით აქტიური, კონტაქტური და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!