მოსალოდნელი გულის შეტევა დროულად რომ გამოავლინოთ, ყური უგდეთ ორგანიზმის მიერ გამოგზავნილს ნიშნებს

ინფარქტის პრობლემა ის არის, რომ სხვა დაავადებებისგან განსხვავებით, სიმპტომები შეიძლება იყოს ლატენტური და გულის არეში ტკივილის აშკარა ნიშნების გარეშე.

სტატიაში შემოგთავაზებთ იმ სიმპტომთა ჩამონათვალს, რომლებიც რამდენიმე საათით ან კვირით ადრე გატყობინეთ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ყურადღებით გაეცანით სიმპტომების ჩამონათვალს, მიაყურადეთ ორგანიზმს, დროულად მიმართეთ ექიმს და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

1. შეშუპება

ტერფების ან ფეხების შეშუპება დაკავშირებულია დიდხანს ჯდომასთან ან დგომასთან.

შეშუპებას იწვევს თირკმელების პრობლემებიც, როდესაც ორგანიზმი ეფექტურად ვერ გამოყოფს სითხეს. დაგროვილი სითხე იწვევს ფეხებისა და ტერფების შეშუპებას. შეშუპება ხდება  მუცლის არეშიც კი.

შეშუპების შედეგად გული გადატვირთულია და მისი აქტივობაც შეზღუდულია. თუ თქვენ მოცემული სიმპტომები აღგენიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

2. შფოთვა

ბევრი ადამიანი, ვისაც გულის შეტევა ჰქონდა, ამბობს, რომ წინა პერიოდში აფორიაქებული იყო და შფოთავდა.

ზოგიერთი შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტი არც კი ფიქრობს, რომ შესაძლოა გულის შეტევა ჰქონდეს. უმჯობესია, ასეთ დროს მიმართოთ ექიმს.

3. ტკივილი სხეულის სხვა ნაწილებში

გულის შეტევას წინ უძღვის მკერდის არეში ტკივილი, რომელიც  გადაეცემა ყბას, ზურგს, მხრებს, მკლავებს, მუცელს. შეიძლება მკერდის არეში ტკივილი საერთოდ არ ახლდეს. ყველაზე ხშირად გავრცელებულია ტკივილი ერთ-ერთ მკლავში ან მხრებს შორის.

თუ თქვენ შეამჩნიეთ ეს სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

4. ხველა

ზოგიერთ პაციენტს ხველის დროს აღენიშნება სისხლიანი ლორწო, ქოშინი, ჩირქოვანი ხველა. ეს სიმპტომები შეიძლება გულის შეტევის მიმანიშნებელი იყოს. მოცემულ სიმპტომებს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება და მიმართეთ ექიმს.

არსებობს რამდენიმე ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელთა ცოდნაც აუცილებელია.

ეს სიმპტომებია: ღებინეა, გულისრევის შეგრძნება, თავში  სიმძიმის შეგრძნება, ცივი ოფლი, ქოშნი, ტკივილი მკერდის არეში, მუცლის ტკივილი, სინათლისადმი მგრძნობელობა.

ნუ უგულებელყოფთ მოცემულ სიმპტომებს, იმ იმედით, რომ ისინი მიყუჩდება და გაქრება. თუ ტკივილი 5-10 წუთზე მეტხანს გრძელდება აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გისურვებთ ჯანმრთელობას!