
სტატიაში შემოგთავაზებთ სამკურნალო მალამოს რეცეპტს, რომელიც სწრაფად გაგათავისუფლებთ კანის დაავადებებისგან. მალამო ეფექტურად გამოიყენება ეგზემისა და ფსორიაზის სამკურნალოდ. ამ დაავადებათა ნიშნები კანზე გამოხატული ჩვეულებრივი წითელი ლაქებია, რომელიც იწვევს ქავილს, შეშუპებას და შეუძლია გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ ადგილზე.
ეგზემისა და ფსორიაზის სამკურნალოდ გამოიყენება ნემსის ზეთი. ნემსის ზეთი ბლანტი მასაა, რომელიც არის ძლიერი დამტენიანებელი და აქვს ტკივილის შესამსუბუქებელი თვისებები. ინდოეთში უძველესი დროიდან იყენებენ ნემსის ზეთს კანის ანთებითი პროცესებისა და ინფექციების სამკურნალოდ.
სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური სამკურნალო მალამოს რეცეპტს, რომელიც ეფექტურად გამოიყენება ეგზემის, ფსორიაზის და კანის სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
მალამოს დასამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნემსის ზეთი (ცივი დამუშავების) 10 გრ
- შიის კარაქი 40 გრ
- კაკაოს კარაქი 30 გრ
- აბუსალათინის ზეთი 20 გრ
- ტკბილი ნუშის კარაქი (ალტერნატივა: ყურძნის თესლის კარაქი) 10 გრ
- ჩაის ხის ეთერზეთი 5 წვეთი
- ლავანდის ეთერზეთი 5 წვეთი
გირჩევთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან ნემსის ზეთი ძალიან ძლიერმოქმედი საშუალებაა და თუ მას განუზავებელს გამოიყენებთ, შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტური დერმატიტი.
მომზადების წესი:
- მოცემული ინგრედიენტები, ეთერზეთების გარდა, მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე და დაბალ ცეცხლზე განუწყვეტლივ ურიეთ.
- როცა მასა ერთგაროვანი გახდება, გადმოდგით ცეცხლიდან, კარგად აურიეთ და გაგრილების შემდეგ დაამატეთ ეთერზეთები.
ლავანდის ეთერზეთი დამამშვიდებელია მალამოს საოცარ არომატს ჰმატებს, ხოლო ანთების საწინააღმდეგო ჩაის ხის ზეთი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა, ამიტომ ის ეფექტურად გამოიყენება კანის დაავადებათა სამკურნალოდ.
თუ თქვენ კანის მსგავსი პრობლემები გაქვთ, მოამზადეთ შემოთავზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.