სტატიაში ვისაუბრებთ საოცარ პროდუქტზე, რომლის გამოყენება უბრალოდ აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის.
გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ შვრია პროდუქტია, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ განუსაზღვრელი რაოდენობით. შვრია ითვლება დაბალანსებული და ჯანსაღი დიეტის აუცილებელ ნაწილად.
ეს საოცარი პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს, E, PP ვიტამინებს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, ნატრიუმს, ფოსფორს, გლუტეინსა და სხვა ნუტრიენტებს.
შვრია ადვილად მოსანელებელი პტოდუქტია. თუ თქვენ დღეში ერთხელ მაინც მიირთმევთ შვრიის ფაფას, ორგანიზმში ააქტიურებთ უამრავ სასარგებლო პროცესს.
1. ხელს უწყობთ ნაწლავების გაწმენდას
ამ მარცვლეულის მირთმევით ორგანიზმს გააჯერებთ ხსნადი და უხსნადი ბოჭკოებით. ეს ხელს უწყობს ცხიმების შეკავშირებას ნაღვლის მჟავებთან და მათ გამოდევნას ორგანიზმიდან.
სამი თვის განმავლობაში, ყოველ დილით, უზმოზე მიირთვით მხოლოდ ერთი თეფში შვრიის ფაფა და გაიწმინდეთ ნაწლავები ტოქსინებისგან.
2. დიაბეტი
თუ თქვენ დიაბეტი გაქვთ ან მიდრეკილი ხართ ამ დაავადებისადმი, შვრიის ფაფის მირთმევა საუკეთესო გამოსავალია. ხსნადი ბოჭკოები ხელს უწყობს საკვები სახამებლის შეწოვას და არეგულირებს გლიკეიმის დონეს.
3. შვრია მდიდარია ცილებით
თუ გადაწყვიტეთ ბანანის კოქტეილის მომზადება, დაამატეთ რამდენიმე სუფრის კოვზი დაფქული შვრია და მიიღებთ ბოჭკოებით, კალიუმითა და ცილებით გაჯერებულ საუზმეს.
4. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას
ხსნად ბოჭკოს შეუძლია შეანელოს კუჭის დაცლა. მაგრამ თუ მათ წყალთან ან რძესთან ერთად მიიღებთ, ეს შეამცირებს დროს მოხმარებას, მონელებასა და ნარჩენების აღმოფხვრას შორის. სწორედ ამიტომ, ითვლება შვრია ყაბზობის საწინააღმდეგო საუკეთესო პროდუქტად.
დაამატეთ თქვენი კვების რაციონს შვრია გაიჯერეთ ორგანიზმი საკვები ნივთიერებებით და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა.