კარტოფილი შუბის ქვეშ – კერძი, რომელზეც ჩემი ქმარი ჭკუას კარგავს

შემოგთავაზებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს, რომელიც  საოცარი არომატების ერთობლიობას წარმოადგენს. მოამზადეთ ერთხელ და ის თქვენი ოჯახის საყვარელი კერძი გახდება.

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილი 1 კგ
  • ხახვი 2 თავი
  • გატარებული ხორცი 700 გრ
  • პამიდორი 3 ცალი
  • ყველი 200 გრ
  • მაიონეზი 500 გრ
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კარტოფილი და პამიდორი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად.  ყველი გახეხეთ.  ხახვი დაჭერით ალყა-ალყა.
  2. მაიონეზი შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით. აიღეთ შედარებით ღრმა საცხობი ფორმა, დაასხით ცოტა ზეთი და ინგრედიენტები გაანაწილეთ შემდეგი თანმიმდევრობით: 1-ლი ფენა კარტოფილი, მე-2_ფარში, მე-3_ხახვი, მე-4_მაიონეზი, მე-5_პამიდორი, შემდეგ_მაიონეზი.
  3. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ ტემპერატურას ცოტა დაუწიეთ. გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი. მომზადებამდე 10 წუთით ადრე მოაყარეთ გახეხილი ყველი.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!