როგორ მოვამზადოთ შოკოლადის პუდინგი, რომელსაც სამეფო დესერტს ეძახიან

მომზადეთ თვით საოცრება შოკოლადის პუდინგი, რომელსაც სამეფო დესერტს ეძახიან და თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით იამაყეთ.

პუდინგის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 1 ჩ. ჭ.
  • ყავა 1 ჩ. კ.
  • კვერცხი 2 ცალი
  • მწარე შოკოლადი 75 გრ
  • ნაღები (სასურველი ცხიმიანობის) 0,5 ჩ. ჭ.
  • შაქარი 50 გრ
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • ვანილის ექსტრაქტი რამდენიმე წვეთი
  • მარილი

მომზადების წესი:

  1. შოკოლადის ფილა დატეხეთ. მოადუღეთ 30 მლ ყავა ესპრესო. რძე ნაღებთან ერთად გააცხელეთ, არ აადუღოთ. ცხელი რძის ნაწილი დაასხით  შოკოლადს და ურიეთ, სანამ არ გალღვება.
  2. ათქვიფეთ კვერცხის გული შაქარი, მარილი და დაამატეთ შოკოლადიანი მასა. კარგად აურეიეთ და დაასხით რძის დარჩენილი ნაწილი, დაამატეთ მომზადებული ყავაც.
  3. მიღებული მასა ჩაასხით ცეცხლგამძლე ჭურჭელში, გადააფარეთ კილიტა (ფოლგა) და ჩადეთ ღრმა ფორმაში, რომელშიდაც იმ რაოდენობის ცხელი წყალი ასხია, რომ  ჭურჭელს ნახევრამდე სწვდებოდეს.
  4. შედეთ ღუმელში და 160 გრ ტემპერატურაზე გამოაცხვეთ. დაახლოებით 35 წუთში პუდინგი მზად იქნება. გააციეთ და 2 საათით შედეთ მაცივარში.

მოამზადეთ უგემრიელესი პუდინგი და კიდევ ერთი ულამაზესი საღამო გაატარეთ უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად.