შემოგთავაზებთ განსხავებული, საოცრად ნაზი და არომატული ღვეზელის რეცეპტს. სოკოს, ყველისა და პამიდვრის კომბინაცია, ფენებად კი გემრიელი ბლინები ღვეზელს განუმეორებელს ხდის.
მოამზადეთ ბლინების ღვეზელი და კიდევ ერთხელ აღაფრთოვანეთ საყვარელი ადამიანები თქვენი კულინარიული ოსტატობით.
ბლინების ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 150 გრ
- რძე 300 მლ
- კვერცხი 3 ცალი
- ცოტა კამა და ოხრახუში
- შაქარი და მარილი ნახევარ-ნახევარი ჩ. კ.
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხმელი ყველი 200 გრ
- ქამა სოკო 300 გრ
- პამიდორი 4 ცალი
- 1-2 კბილი ნიორი (სურვილისამებრ)
ინსტრუქცია:
- ბლინების მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ რძე, მარილი, შაქარი და აურიეთ. მზა ნარევი ნელ-ნელა დაასხით ფქვილს და კარგად აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მწვანილი წვრილად დაჭერით და შეურიეთ ცომს. ბლინები გამოაცხვეთ ორივე მხრიდან.
- საშუალო ზომის ტაფაზე დაასხით იმ რაოდენობის ცომი, რომ ოდნავ სქელი ბლინების მომზადება შეძლოთ.
- პამიდორი დაჭერით თხელ მრგვალ ნაჭრებად. ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. სოკო დაჭერით და მსუბუქად შეწვით.
- შეარჩიეთ სასურველი ზომის საცხობი ფორმა, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მოამზადეთ ღვეზელი. პირველი ფენად დადეთ ბლინი, მოაწყვეთ პამიდვრის ნაჭრები, მოაყარეთ ცოტა სოკო, ყველი, ნიორი, შემდეგ დაადეთ მეორე ბლინი და ასე მოამზადეთ ყველა ფენა. ბოლო ფენას მოაყარეთ მარტო ყველი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 20 წუთი.
ბლინების ღვეზელი საოცრებაა როგორც ცხელი, ისე ცივი. გირჩევთ მოამზადოთ და ისიამოვნოთ. შეგიძლიათ სოკოს ნაცვლად ფარში გამოიყენოთ. გემრიელად მიირთვით!