ეს უნივერსალური პროდუქტია, რომელიც შეგიმცირებთ ნაოჭებს, გაგიქრობთ შავ წრეებს და თავიდან აგარიდებთ ნაადრევ სიბერეს

შიის ნატურალური კარაქი (კარიტე) ძალიან პოპულარული პროდუქტია, რომელსაც ხშირად იყენებენ თმისა და კანის ჯანმრთელობისთვის. A, E და F ვიტამინებით მდიდარი ბუნებრივი პროდუქტი იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და უზრუნველყოფს მას ცხიმოვანი მჟავებითა და საკვები ნითიერებებით, რომელიც აუცილებელია კოლაგენის გამოსამუშავებლად.

რა სარგებელი მოაქვს შიის კარაქს კანისთვის?

1. ატენიანებს კანს

ცხიმოვანი მჟავებითა და ბუნებრივი ვიტამინებით მდიდარი ში კვებავს და ატენიანებს კანს. განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი კანისთვის. შიის კარაქი იცვას კანს სიცივისგან და ქარისგან. ცივი სეზონისთვის შიის კარაქი შეუცვლელი პროდუქტია.

2. კურნავს ანთებას

გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ სასარგებლო მჟავებითა და სხვა ბუნებრივი თვისებებით მდიდარ კარაქს შეუძლია ანთების შემცირება და ჭრილობების შეხორცების დაჩქარება.

3. აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი

ის ამცირებს კანის ანთებას და ხელს უშლის კანის პრობლემების წარმოქმნას. ეფექტურად გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ.

4. უნარჩუნებს კანს სიგლუვესა და სიმკვრივეს

შიის კარაქი ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას. აგრეთვე შეიცავს ოლეინის, ლინოლენის, სტეარინის, პალმიტინის მჟავებს. ამ მჟავებს აქვს  დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი. შიის კარაქი ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებს ნაოჭებს.

შიის კარაქი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ბუნებრივი კოსმეტიკური პროცედურებისთვის. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ულტრაიისფერი სხივებისგან დასაცავად, აგრეთვე სხვადასხვა ნიღბებისა და კოსმეტოლოგიური საშუალებების მოსამზადებლად.

შიის კარაქი შეგიძლიათ შეიზილოთ სახეზე და კანზე როგორც კანის ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალებაა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ორსულობის შემდეგ გაჩენილი სტრიების მოსაშორებლად.

შიის კარაქი ნაოჭების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა, განსაკუთრებით ეფექტურია თვალების გარშემო არსებული მუქი წრეებისა და ჩანთების მოსაშორებლად

შიის კარაქი ძალიან სასარგებლოა ნაწიბურების შესამცირებლად. ის ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას.

დიმახსოვრეთ, შიის კარაქი გამოიყენება მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის. გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია და ისარგებლეთ შიის კარაქით, რათა თავი დააღწიოთ ნაადრევ სიბერეს და შეძლოთ კარგი გარეგნობის დიდი ხნით შენარჩუნება.