მაკარონი ფარშით. მარტივი მოსამზადებელი, თანაც უგემრიელესია

ყველას ძალიან უყვარს მაკარონით მომზადებული კერძები. უგემრიელსია მაკარონი პამიდვრის სოუსით, მაკარონი ყველით ან ქათმითა და ბროკოლით, ან ატრია. ამჯერად, შემოგთავაზებთ ფარშით შეზავებული მაკარონის რეცეპტს. შეგიძლიათ გამოიყენოთ საქონლის ან ღორის ხორცი, ან შერეული ფარში.

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გატარებული ხორცი 500 გრ
  • ხახვი 1 თავი
  • მაკარონი 250 გრ
  • კარაქი 70 გრ
  • სტაფილო 1 ცალი
  • შავი პილპილი მწიკვი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ჩვეულებრივი წესის მიხედვით მოხარშეთ მაკარონი. კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ღრმა ტაფა ან ქვაბი.
  2. ხახვი წვრილად დაჭერით. სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
  3. ხახვი და სტაფილო მოთუშეთ კარაქში. შემდეგ დაამატეთ ფარში, შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით და კარგად აურიეთ. მოსამზადებლად დაგჭირდებათ 15 წუთი.
  4. როდესაც ფარში მზად იქნება, დაამატეთ მაკარონი, კარგად აურიეთ და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 5 წუთი.

ცხელ კერძს შეგიძლიათ მოაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან თქვენთვის სასურველი. გემრიელად მიირთვით!