ხაჭოს ნამცხვარი ფქვილისა და შაქრის გარეშე. ძალიან ნაზი და გემრიელია

შემოგთავაზებთ ხაჭოს დიეტური დესერტის მოსამზადებლად არ გჭირდებათ ფქვილი, მანანი, შაქარი.

ჰაეროვანი და ნაზი დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 250 გრ
  • რძე 100 მლ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ბანანი 2 ცალი
  • ვანილი, დარიჩი გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან.
  2. ხაჭო, რძე, ბანანი, კვერცხის გულები, ვანილი და დარიჩინი  დააბლენდერეთ. მიიღებთ სქელი არაჟნის სისქის მასას.
  3. ცალკე ათქვიფეთ ცილა და მიღებული ღრუბელივით მასა ნაზად შეურიეთ ხაჭოს ნარევს.
  4. დესერტი შეგიძლიათ გამოაცხოთ სილიკონის ფორმაში. თუ გამოსაცხობად კექსის ფოლადის ფორმას გამოიყენებთ, აუცილებლად ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  5. ღუმელი გააცხელეთ 160-170 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35 წუთი.

შეგიძლიათ სუფრასთან მიტანის წინ დესერტს მოასხათ თაფლი. გემრიელად მიირთვით!